საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ

მუხლი 21. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა და პოლიტიკური თანამდებობის პირის ფულადი ჯილდო

რედაქცია №46 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირსა და პოლიტიკური თანამდებობის პირს (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა) ფულადი ჯილდო არ ეძლევათ.

2.საქართველოს მთავრობის წევრის პირველ მოადგილესა და მოადგილეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრის პირველ მოადგილესა და მოადგილეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრის პირველ მოადგილესა და მოადგილეს, სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესა და მოადგილეს, მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესა და მოადგილეს მათთვის დაკისრებული ფუნქციების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისთვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისთვის შეიძლება მიეცეთ ფულადი ჯილდო ზემდგომი თანამდებობის პირის შესაბამისი გადაწყვეტილებით, ამ კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და შესაბამისი ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში. საქართველოს 2026 წლის 23 ივნისის კანონი №1754 – ვებგვერდი, 26.06.2026წ. თავი VI სახელმწიფო მოსამსახურის შრომის ანაზღაურება

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №45 · ძალაშია 26 ივნ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11¹³913⁵5485915202417³632621
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო დაწესებულებაში …სამოქალაქო უსაფრთხოები…საჯარო სამსახურის შესა…საქართველოს სახელმწიფო…პენიტენციური კოდექსიკორუფციის წინააღმდეგ ბ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №46 · ბოლოს შემოწმდა