კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

მუხლი 9

რედაქცია №107 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საჯარო მოსამსახურეს, რომელიც ვალდებულია უფასოდ გასწიოს მომსახურება ან მიიღოს გადაწყვეტილება, უფლება არა აქვს, ამისათვის მიიღოს ან მოითხოვოს ანაზღაურება ქონებრივი ან სხვა სიკეთის სახით.

2.საჯარო მოსამსახურეს, რომელიც ვალდებულია ოფიციალური წესით დადგენილი ოდენობის საფასურად გასწიოს მომსახურება ან მიიღოს გადაწყვეტილება, უფლება არა აქვს, ამისათვის მიიღოს ან მოითხოვოს უფრო დიდი ოდენობის ანაზღაურება.

3.საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, მიიღოს რაიმე ანაზღაურება საჯარო სექტორში შექმნილი ან მოპოვებული ინფორმაციის ან ამ ინფორმაციის საფუძველზე მომზადებული ნაშრომის, მოხსენების ან სხვა მასალის გამოქვეყნებისათვის.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა არ მოქმედებს, თუ ინფორმაცია საჯაროა და მისი მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის  კანონი №4358 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №157 - ვებგვერდი, 28.12.2016წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საჯარო მოსამსახურეს, რომელიც ვალდებულია უფასოდ გასწიოს მომსახურება ან მიიღოს გადაწყვეტილება, უფლება არა აქვს, ამისათვის მიიღოს ან მოითხოვოს ანაზღაურება ქონებრივი ან სხვა სიკეთის სახით. 2. საჯარო მოსამსახურეს, რომელიც ვალდებულია ოფიციალური წესით დადგენილი ოდენობის საფასურად გასწიოს მომსახურება ან მიიღოს გადაწყვეტილება, უფლება არა აქვს, ამისათვის მიიღოს ან მოითხოვოს უფრო დიდი ოდენობის ანაზღაურება. 3. საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, მიიღოს რაიმე ანაზღაურება საჯარო სექტორში შექმნილი ან მოპოვებული ინფორმაციის ან ამ ინფორმაციის საფუძველზე მომზადებული ნაშრომის, მოხსენების ან სხვა მასალის გამოქვეყნებისათვის. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა არ მოქმედებს, თუ ინფორმაცია საჯაროა და მისი მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის  კანონი №4358 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №157 - ვებგვერდი, 28.12.2016წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №54 · ძალაშია 29 დეკ. 2016-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 დეკ. 2016 – 1 ივლ. 2017 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
473811²13⁴713⁵717257712219
მნიშვნელობით ახლოსკორუფციის წინააღმდეგ ბ…საქართველოს ზოგადი ადმ…საქართველოს შინაგან სა…საჯარო სამსახურის შესა…დანაშაულის პრევენციის,…პენიტენციური კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №107 · ბოლოს შემოწმდა