თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ

მუხლი 19. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი სამსახურის მიერ სამობილიზაციო რეზერვისტების გამოძახება

რედაქცია №3კონსოლიდირებული · 21 სექ. 2023

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხულ პირს (სამობილიზაციო რეზერვისტს) გამოიძახებს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი სამსახური ამ კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

2.სამხედრო სარეზერვო სამსახურის მიზნების განსახორციელებლად მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი სამსახური უზრუნველყოფს სამობილიზაციო რეზერვისტების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოძახებას და შემკრები პუნქტიდან მიმღებ პუნქტში გადაყვანას.

3.მუნიციპალიტეტის უფლებამოსილმა სამსახურმა შესაძლებელია ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალების გამოყენებით შემკრებ პუნქტში გამოიძახოს სამობილიზაციო რეზერვისტი. ასეთ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის უფლებამოსილმა სამსახურმა ხელი უნდა შეუწყოს ამ პუნქტის შესაბამისად გამოძახებულ პირს დამსაქმებლისათვის სამსახურში საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებაში.

4.ამ მუხლის შესაბამისად გამოძახებული პირი გამოძახების მომენტიდან ითვლება სამობილიზაციო რეზერვში გაწვეულად.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 21 ნოე. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1881216197³914 (დ…13535110010610519
მითითებამნიშვნელობით ახლოსთავდაცვის ძალების რეზე…თავდაცვის კოდექსიმობილიზაციის შესახებპროფესიული საჯარო მოხე…სამოქალაქო უსაფრთხოები…საქართველოს ადმინისტრა…