პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ

მუხლი 14 (დანართი 1). მოხელეთა რეზერვში ჩარიცხულ მოხელეთა უფლებამოსილება

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 23 მაი. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მოხელეთა რეზერვში ჩარიცხულ მოხელეს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით გამოცხადებულ დახურულ კონკურსში.

2.მოხელეთა რეზერვში ჩარიცხულ მოხელეს, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით, შესაძლებელია, დაეკისროს დროებითი ფუნქციები საჯარო დაწესებულების ინტერესებიდან გამომდინარე. ასეთ შემთხვევაში, მოხელეს მიეცემა დაკავებული თანამდებობის შესაბამისი შრომის ანაზღაურება.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი საჯარო დაწესებულება მიმართავს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, რომელიც ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით მოხელეთა რეზერვში მოიძიებს ინფორმაციას შესაბამისი კომპეტენციის მქონე მოხელეების შესახებ და ერთი კვირის ვადაში უგზავნის მას საჯარო დაწესებულებას. საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გადაგზავნილი რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან შეარჩიოს მისთვის ყველაზე უფრო მისაღები.

4.მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელის მიერ შრომითი საქმიანობის დაწყება არ იწვევს რეზერვიდან მის ვადაზე ადრე ამორიცხვას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის კონკურსის საფუძველზე საჯარო დაწესებულებაში მოხელის თანამდებობაზე დაინიშნება. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 მაისის დადგენილება №233 - ვებგვერდი, 17.05.2018წ. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 23 მაისის დადგენილება №173 - ვებგვერდი, 28.05.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4 · ძალაშია 28 მაი. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 17 მაი. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
33105354813 (დ…13¹ (…26 (დ…6 (და…10 (დ…5 (და…8¹ (დ…9014 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო სამსახურის შესა…პროფესიული საჯარო მოხე…საჯარო სამსახურში კონკ…პროფესიული საჯარო მოხე…თავდაცვის კოდექსისაქართველოს სახელმწიფო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა