Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამობილიზაციის შესახებმუხლი 8

მობილიზაციის შესახებ

მუხლი 8. მუნიციპალიტეტის დელეგირებული უფლებამოსილებები

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 21 სექ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანო  უფლებამოსილების ფარგლებში, ამ კანონის მე-7 მუხლის „ა“−„დ“ ქვეპუნქტებში მოცემული უფლებამოსილებების შესრულების გარდა: ა) ორგანიზებას უწევს და უზრუნველყოფს  სამობილიზაციო მომზადებასა და საქმიანობას; ბ) უზრუნველყოფს ამ კანონის, აგრეთვე სამობილიზაციო მომზადებისა და მობილიზაციის სფეროში საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების სხვა აქტების შესრულებას; გ) ამუშავებს ადგილობრივ სამუშაო გეგმებს; დ) ახორციელებს ეკონომიკის სამობილიზაციო მომზადების ღონისძიებებს; ე) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან შეთანხმებით ახორციელებს ღონისძიებებს სამობილიზაციო გეგმების შესრულების უზრუნველსაყოფად; ვ) საწარმოებთან დებს ხელშეკრულებებს პროდუქციის მიწოდების, სამუშაოების შესრულების, ძალებისა და საშუალებათა გამოყოფის შესახებ და სამობილიზაციო მომზადებისა და მობილიზაციის ღონისძიებების განსახორციელებლად მომსახურების გაწევაზე; ზ) მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში ორგანიზებას უწევს დადგენილი წესით სამხედრო სამსახურში გამოძახებას, მოქალაქეებისათვის შეტყობინებას და მათ შემკრებ პუნქტებში გამოცხადებას, აგრეთვე სამობილიზაციო გეგმებით გათვალისწინებული მისაწოდებელი ტექნიკის, შენობა-ნაგებობების, კომუნიკაციების, მიწის ნაკვეთების, სატრანსპორტო საშუალებათა, სხვა სამობილიზაციო რეზერვებისა და მატერიალურ ფასეულობათა გადაცემას საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად; თ) აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებებს წარუდგენს წინადადებებს სამობილიზაციო მომზადებისა და მობილიზაციის განხორციელების სრულყოფის საკითხებზე.

2.მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში მოქალაქეთათვის სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ შეტყობინების გაგზავნისა და მათი შემკრებ პუნქტებში ან სამხედრო ნაწილებში გამოცხადების უზრუნველყოფა ხდება თავდაცვის კოდექსის შესაბამისად.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილებები სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებაა.

4.საომარი მდგომარეობის დროს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ხოლო საგანგებო მდგომარეობის დროს, აგრეთვე ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად. საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5293 - ვებგვერდი, 08.12.2011წ. საქართველოს 2013 წლის 27 სექტემბრის კანონი №1389 – ვებგვერდი, 09.10.2013წ. საქართველოს 2018 წლის 7 მარტის კანონი №2040 – ვებგვერდი, 26.03.2018წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3588 – ვებგვერდი, 21.11.2018წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6872-რს – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3503 – ვებგვერდი, 12.10.2023წ. თავი III. სახელმწიფო საწარმოების , დაწესებულებებისა და ორგანიზაციების კერძო სამართლის იურიდიული პირებისა და მოქალაქეთა მოვალეობანი მობილიზაციისათვის მზადყოფნისა და მობილიზაციის დროს საქართველოს 2003 წლის 27 თებერვლის კანონი №1977 - სსმ I, №7, 26.03.2003 წ., მუხ.39

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №15 · ძალაშია 12 ოქტ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 12 ოქტ. 2023 – 2 იან. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 12 ოქტ. 2023
  2. 28 ივლ. 2020

    მე-8 მუხლის ტექსტი ახლებურად ჩამოყალიბდა: პირველ პუნქტში უფლებამოსილების სუბიექტია მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანო და დაემატა მე-2–მე-4 პუნქტები დელეგირებული უფლებამოსილებისა და დარგობრივი ზედამხედველობის შესახებ.

  3. 21 ნოე. 2018

    მე-8 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულია პრეზიდენტის მიერ დადგენილი წესის მითითება; დარჩა მხოლოდ მთავრობის დადგენილი წესი.

  4. 1 ივნ. 2018· გამოქვეყნდა 26 მარ. 2018
  5. 9 ოქტ. 2013
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 7შემდეგი მუხლი 9

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 21 სექ. 2023 · №15

  • 5 ცვლილება · ბოლო 12 ოქტ. 2023
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 10 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 7

მიუთითებენ მასზე

მუხლი 21¹

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მობილიზაციის შესახებ

  • 9სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოვალეობანი
  • 12სამობილიზაციო ორგანოები
  • 11სამობილიზაციო მომზადების და მობილიზაციის ორგანიზება და წესი

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 16მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებები
  • 19მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა განხორციელების ფორმები და მექანიზმები
  • 17უფლებამოსილებების დელეგირების წესი და პირობები

სოციალური მუშაობის შესახებ

  • 56მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები

დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

  • 55მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ

  • 36მუნიციპალიტეტებისთვის დელეგირებული უფლებამოსილებები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

  • 35მუნიციპალიტეტის ორგანოები/დაწესებულებები

ბავშვის უფლებათა კოდექსი

  • 96მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილება

მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ

  • 4¹მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის უფლებამოსილებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
721¹91211361619174¹569635558
მითითებამნიშვნელობით ახლოსმობილიზაციის შესახებადგილობრივი თვითმმართვ…სოციალური მუშაობის შეს…დასაქმების ხელშეწყობის…საზოგადოებრივი ჯანმრთე…შეზღუდული შესაძლებლობი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 21 სექ. 2023 · რედაქცია №15 · ბოლოს შემოწმდა 7 ნოე. 2026