თავდაცვის კოდექსი

მუხლი 100. სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული პირის გამოძახება

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 13 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული პირის (სამობილიზაციო რეზერვისტის) გამოძახებას ახორციელებს ამ კოდექსის 57-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი ამ კოდექსისა და სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით.

2.სარეზერვო სამხედრო სამსახურის მიზნების მისაღწევად რეზერვისტის გამოძახების უფლებამოსილების მქონე სუბიექტი უზრუნველყოფს სამობილიზაციო რეზერვისტის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოძახებას და შემკრები პუნქტიდან მიმღებ პუნქტში გადაყვანას.

3.რეზერვისტის გამოძახების უფლებამოსილების მქონე სუბიექტმა შეიძლება ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალების გამოყენებით შემკრებ პუნქტში გამოიძახოს სამობილიზაციო რეზერვისტი. ამ შემთხვევაში რეზერვისტის გამოძახების უფლებამოსილების მქონე სუბიექტმა ხელი უნდა შეუწყოს სამობილიზაციო რეზერვისტს დამსაქმებლისთვის სამსახურში საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში.

4.სამობილიზაციო რეზერვისტის გამოძახების შემდეგ სამობილიზაციო რეზერვის მართვისთვის პასუხისმგებელია სამინისტრო.

5.სამობილიზაციო რეზერვისტი ამ მუხლის შესაბამისად გამოძახების მომენტიდან მიიჩნევა სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირად.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული პირის (სამობილიზაციო რეზერვისტის) გამოძახებას ახორციელებს ამ კოდექსის 57-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი ამ კოდექსისა და სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით. 2. სარეზერვო სამხედრო სამსახურის მიზნების მისაღწევად რეზერვისტის გამოძახების უფლებამოსილების მქონე სუბიექტი უზრუნველყოფს სამობილიზაციო რეზერვისტის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოძახებას და შემკრები პუნქტიდან მიმღებ პუნქტში გადაყვანას. 3. რეზერვისტის გამოძახების უფლებამოსილების მქონე სუბიექტმა შეიძლება ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალების გამოყენებით შემკრებ პუნქტში გამოიძახოს სამობილიზაციო რეზერვისტი. ამ შემთხვევაში რეზერვისტის გამოძახების უფლებამოსილების მქონე სუბიექტმა ხელი უნდა შეუწყოს სამობილიზაციო რეზერვისტს დამსაქმებლისთვის სამსახურში საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში. 4. სამობილიზაციო რეზერვისტის გამოძახების შემდეგ სამობილიზაციო რეზერვის მართვისთვის პასუხისმგებელია სამინისტრო. 5. სამობილიზაციო რეზერვისტი ამ მუხლის შესაბამისად გამოძახების მომენტიდან მიიჩნევა სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირად.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 12 ოქტ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
181016197³1820414 (დ…616571861069997100
მითითებამნიშვნელობით ახლოსთავდაცვის კოდექსიმობილიზაციის შესახებპროფესიული საჯარო მოხე…საქართველოს სახელმწიფო…საქართველოს ადმინისტრა…არასამხედრო ალტერნატიუ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა