საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

მუხლი 21. საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის სავალდებულოობა, მისი მიმართება იერარქიულად ქვემდგომ სივრცის დაგეგმარების გეგმებთან და გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობა

რედაქცია №39 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმით დადგენილი მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა იერარქიულად ქვემდგომი სივრცის დაგეგმარების გეგმებისათვის.

2.საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის შემადგენლობა შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს როგორც სავალდებულო მოთხოვნების, ისე ალტერნატივათა დაშვების შესაძლებლობის სახით.

3.იერარქიულად ქვემდგომი გეგმებით შეიძლება დადგინდეს განსხვავებული მოთხოვნები, თუ ასეთი შესაძლებლობა გათვალისწინებულია საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმით ან/და თუ განსხვავებული მოთხოვნების დადგენით არ იცვლება მისი ძირითადი არსი, რაც შეთანხმებული უნდა იქნეს სააგენტოსთან.

4.იერარქიულად ქვემდგომი გეგმებით არსებითად განსხვავებული მოთხოვნების დადგენა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმაში შესაბამისი ცვლილების შეტანის შემდეგ. საქართველოს 2022 წლის 26 აპრილის კანონი №1516 – ვებგვერდი, 13.05.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №14 · ძალაშია 13 მაი. 2022-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
10181645¹42623331² (დ…5 (და…15521
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სივრცის და…ეროვნული სივრცითი მონა…პროდუქტის უსაფრთხოების…საქართველოს საჰაერო კო…ტერიტორიების გამოყენებ…კომპანიის ნარჩენების მ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №39 · ბოლოს შემოწმდა