საქართველოს საჰაერო კოდექსი

მუხლი 16. საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურა და საჰაერო სივრცის კლასიფიკაცია

რედაქცია №36 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს საჰაერო სივრცისა და ღია ზღვის თავზე არსებული საჰაერო სივრცის, სადაც საჰაერო მოძრაობის მომსახურებას საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფს, სტრუქტურას და საჰაერო სივრცის კლასიფიკაციას შეიმუშავებს სააგენტო საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით სააგენტო შეიმუშავებს: ა) საფრენოსნო ინფორმაციის რაიონს; ბ) სამეთვალყურეო რაიონს; გ) სამეთვალყურეო არეს; დ) საკვანძო სამეთვალყურეო რაიონს; ე) სააეროდრომო მოძრაობის არეს; ვ) საფრენოსნო საინფორმაციო არეს; ზ) ფრენისათვის შეზღუდულ არეებს; თ) ფრენისათვის სახიფათო არეებს; ი) ფრენისათვის აკრძალულ არეებს, აგრეთვე სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებით − სხვა არეებს.

3.ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ფრენისათვის შეზღუდული არეები, ფრენისათვის სახიფათო არეები, ფრენისათვის აკრძალული არეები და სხვა არეები უნდა დადგინდეს დროებით. ვადა, რომლითაც დგინდება შესაბამისი არე, არ უნდა აღემატებოდეს ამ არის დადგენის გამომწვევი პირობების არსებობის ვადას. საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1818 - ვებგვერდი, 11.01.2018წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოს საჰაერო სივრცისა და ღია ზღვის თავზე არსებული საჰაერო სივრცის, სადაც საჰაერო მოძრაობის მომსახურებას საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფს, სტრუქტურას და საჰაერო სივრცის კლასიფიკაციას შეიმუშავებს სააგენტო საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით სააგენტო შეიმუშავებს: ა) საფრენოსნო ინფორმაციის რაიონს; ბ) სამეთვალყურეო რაიონს; გ) სამეთვალყურეო არეს; დ) საკვანძო სამეთვალყურეო რაიონს; ე) სააეროდრომო მოძრაობის არეს; ვ) საფრენოსნო საინფორმაციო არეს; ზ) ფრენისათვის შეზღუდულ არეებს; თ) ფრენისათვის სახიფათო არეებს; ი) ფრენისათვის აკრძალულ არეებს, აგრეთვე სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებით − სხვა არეებს. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ფრენისათვის შეზღუდული არეები, ფრენისათვის სახიფათო არეები, ფრენისათვის აკრძალული არეები და სხვა არეები უნდა დადგინდეს დროებით. ვადა, რომლითაც დგინდება შესაბამისი არე, არ უნდა აღემატებოდეს ამ არის დადგენის გამომწვევი პირობების არსებობის ვადას. საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1818 - ვებგვერდი, 11.01.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №24 · ძალაშია 1 იან. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
87111¹111715¹184450106 (და…181516
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საჰაერო კო…საქართველოს სახელმწიფო…საქართველოს სივრცის და…საზღვაო კოდექსიატმოსფერული ჰაერის დაც…სახელმწიფო საზღვრის რე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №36 · ბოლოს შემოწმდა