საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

მუხლი 31. საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის განხილვასა და დამტკიცებასთან დაკავშირებით

რედაქცია №39 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის განხილვა და დამტკიცება ხორციელდება ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ ორ სტადიად: ა) I სტადია − მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფციის განხილვა და დამტკიცება; ბ) II სტადია − მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის განხილვა და დამტკიცება.

2.I სტადია იწყება მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფციის შემუშავების შემდეგ, რომლის დროსაც წინასაპროექტო კვლევების საფუძველზე უნდა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფციის განხილვა და დამტკიცება. კონცეფცია უნდა მოიცავდეს მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების ძირითად მიზნებსა და ამოცანებს, მათი მიღწევისა და გადაწყვეტის გზებს.

3.მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფცია შესაბამისმა მუნიციპალიტეტმა დასკვნის მისაღებად უნდა წარუდგინოს სააგენტოს. სააგენტო უზრუნველყოფს სხვა, დაინტერესებული სამინისტროების/უწყებების მონაწილეობას და საკუთარი შენიშვნებისა და მოსაზრებების საფუძველზე შესაბამისი დასკვნის მომზადებას და მუნიციპალიტეტისთვის წარდგენას.

4.მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფციას ამტკიცებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულო.

5.II სტადია იწყება მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის დამტკიცებული კონცეფციის საფუძველზე მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის პროექტის შემუშავების შემდეგ, მისი განხილვისა და დამტკიცების მიზნით.

5¹.მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის საბოლოო პროექტი შესაბამისმა მუნიციპალიტეტმა დასკვნის მისაღებად უნდა წარუდგინოს სააგენტოს. სააგენტო უზრუნველყოფს სხვა, დაინტერესებული სამინისტროების/უწყებების მონაწილეობას და საკუთარი შენიშვნებისა და მოსაზრებების საფუძველზე შესაბამისი დასკვნის მომზადებას და მუნიციპალიტეტისთვის წარდგენას.

6.მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის საბოლოო პროექტი, რომელზედაც გაცემულია სააგენტოს დასკვნა, სამართლებრივი კონსულტაციისთვის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 137-ე მუხლით დადგენილი წესით წარედგინება სამართლებრივი ზედამხედველობის ორგანოს.

7.მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმას ამტკიცებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულო.

8.მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმაში ცვლილების შეტანა ხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ნებისმიერი პირის განცხადების საფუძველზე, მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის განხილვისა და დამტკიცებისათვის დადგენილი წესების შესაბამისად.

9.მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავების წესი და ამ გეგმის შინაარსი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით . საქართველოს 2022 წლის 26 აპრილის კანონი №1516 – ვებგვერდი, 13.05.2022წ. საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №952– ვებგვერდი, 05.09.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის განხილვა და დამტკიცება ხორციელდება ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ ორ სტადიად: ა) I სტადია − მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფციის განხილვა და დამტკიცება; ბ) II სტადია − მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის განხილვა და დამტკიცება. 2. I სტადია იწყება მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფციის შემუშავების შემდეგ, რომლის დროსაც წინასაპროექტო კვლევების საფუძველზე უნდა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფციის განხილვა და დამტკიცება. კონცეფცია უნდა მოიცავდეს მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების ძირითად მიზნებსა და ამოცანებს, მათი მიღწევისა და გადაწყვეტის გზებს. 3. მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფცია შესაბამისმა მუნიციპალიტეტმა დასკვნის მისაღებად უნდა წარუდგინოს სააგენტოს. სააგენტო უზრუნველყოფს სხვა, დაინტერესებული სამინისტროების/უწყებების მონაწილეობას და საკუთარი შენიშვნებისა და მოსაზრებების საფუძველზე შესაბამისი დასკვნის მომზადებას და მუნიციპალიტეტისთვის წარდგენას. 4. მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფციას ამტკიცებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულო. 5. II სტადია იწყება მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის დამტკიცებული კონცეფციის საფუძველზე მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის პროექტის შემუშავების შემდეგ, მისი განხილვისა და დამტკიცების მიზნით. 5 1 . მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის საბოლოო პროექტი შესაბამისმა მუნიციპალიტეტმა დასკვნის მისაღებად უნდა წარუდგინოს სააგენტოს. სააგენტო უზრუნველყოფს სხვა, დაინტერესებული სამინისტროების/უწყებების მონაწილეობას და საკუთარი შენიშვნებისა და მოსაზრებების საფუძველზე შესაბამისი დასკვნის მომზადებას და მუნიციპალიტეტისთვის წარდგენას. 6. მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის საბოლოო პროექტი, რომელზედაც გაცემულია სააგენტოს დასკვნა, სამართლებრივი კონსულტაციისთვის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 137-ე მუხლით დადგენილი წესით წარედგინება სამართლებრივი ზედამხედველობის ორგანოს. 7. მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმას ამტკიცებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულო. 8. მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმაში ცვლილების შეტანა ხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ნებისმიერი პირის განცხადების საფუძველზე, მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის განხილვისა და დამტკიცებისათვის დადგენილი წესების შესაბამისად. 9. მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავების წესი და ამ გეგმის შინაარსი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით . საქართველოს 2022 წლის 26 აპრილის კანონი №1516 – ვებგვერდი, 13.05.2022წ. საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №952– ვებგვერდი, 05.09.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №34 · ძალაშია 16 ოქტ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 16 ოქტ. 2025 – 1 თებ. 2026 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 5 სექ. 2025

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
77767813719129 (და…9 (და…111372542196631
მითითებამნიშვნელობით ახლოსადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს სივრცის და…საქართველოს საბიუჯეტო …მუნიციპალური ნარჩენები…პროფესიული საჯარო მოხე…საჯარო და კერძო თანამშ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №39 · ბოლოს შემოწმდა