Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საბიუჯეტო კოდექსიმუხლი 76

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

მუხლი 76. მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტი

რედაქცია №69 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტი არის ადმინისტრაციული ერთეულების განვითარების ძირითადი გეგმა, რომელიც ასახავს ინფორმაციას საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების შესახებ.

2.მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტს ადგენს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო შესაბამისი სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან კონსულტაციით.

3.მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების მიზნით მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ყოველი წლის 1 მარტიდან იწყებს მუშაობას, რისთვისაც გამოსცემს შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელშიც განსაზღვრულია პრიორიტეტების შედგენისთვის წარსადგენი ინფორმაციის ნუსხა და წარდგენის ვადები.

4.მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტი უნდა შეიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას: ა) გასული, მიმდინარე, დასაგეგმი საბიუჯეტო წლებისათვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების, ფინანსური და არაფინანსური აქტივებით ოპერაციებისა და ვალდებულებების აგრეგირებულ მაჩვენებლებს; ბ) მუნიციპალიტეტის გასული საბიუჯეტო წლის ბიუჯეტის შესრულების საბოლოო შედეგების ანალიზს და მიმდინარე საბიუჯეტო წლის გადამუშავებულ პროგნოზებს; გ) დასაგეგმი საბიუჯეტო წლისთვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისთვის: გ.ა) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ მუნიციპალიტეტის პრიორიტეტებს და მათ ფარგლებში განსახორციელებელ პროგრამებს/ქვეპროგრამებს; გ.ბ) მუნიციპალიტეტის საშუალოვადიან პრიორიტეტებს და მათ მისაღწევად განსახორციელებელი ძირითადი პროგრამებისა და ღონისძიებების დაფინანსების ოდენობებს, მიზნებსა და შედეგებს.

5.მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო (გარდა ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი მუნიციპალიტეტისა) მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტს წარუდგენს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს არაუგვიანეს 15 ნოემბრისა.

6.ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი მუნიციპალიტეტი პრიორიტეტების დოკუმენტს წარუდგენს ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო ორგანოს ავტონომიური რესპუბლიკის მიერ დადგენილი წესით. საქართველოს 2012 წლის 20 დეკემბრის კანონი №117 - ვებგვერდი, 29.12.2012წ. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3461 – ვებგვერდი, 09.10.2018წ. საქართველოს 2018 წლის 14 დეკემბრის კანონი №4017 – ვებგვერდი, 25.12.2018წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

წინა მუხლი 75შემდეგი მუხლი 77

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-10 · №69

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 95ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტი
  • 77მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადება, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოსთვის წარდგენა
  • 78მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ

  • 19ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტი
  • 28რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის წარდგენა
  • 21მიზნობრივი ტრანსფერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინება და გამოყენება

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 91მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება
  • 89მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი
  • 85¹ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 43საჯარო ადმინისტრაციული წარმოება განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის განხილვასა და დამტკიცებასთან დაკავშირებით
  • 31საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის განხილვასა და დამტკიცებასთან დაკავშირებით
  • 42საჯარო ადმინისტრაციული წარმოება გენერალური გეგმის განხილვასა და დამტკიცებასთან დაკავშირებით

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
957778918985¹43314219282176
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბიუჯეტო …აჭარის ავტონომიური რეს…ადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს სივრცის და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026