Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსიმუხლი 43

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

მუხლი 43. საჯარო ადმინისტრაციული წარმოება განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის განხილვასა და დამტკიცებასთან დაკავშირებით

რედაქცია №39 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112131415161718192021

1.მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის ან მისი ნაწილის შემუშავება ან/და მასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტების მომზადება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაუკვეთოს სხვა სუბიექტს.

2.თუ ტერიტორიისთვის გენერალური გეგმა არ არსებობს, განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების თაობაზე შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილება უნდა შეთანხმდეს იმავე მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან.

3.განაშენიანების გეგმასთან/განაშენიანების დეტალურ გეგმასთან დაკავშირებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების თითოეულ სტადიაზე საზოგადოებისთვის თვალსაჩინო ადგილას დამატებით უნდა განთავსდეს საინფორმაციო დაფა, რომელზედაც, სულ მცირე, უნდა მოთავსდეს ინფორმაცია დასაგეგმარებელი ტერიტორიის საზღვრების, დაინტერესებული პირებისგან მოსაზრებებისა და შეფასებების მიღების პერიოდისა და გეგმის დამტკიცების სავარაუდო ვადების შესახებ.

4.განაშენიანების გეგმა განიხილება და მტკიცდება ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ 2 სტადიად: ა) I სტადია − განაშენიანების გეგმის კონცეფციის განხილვა და დამტკიცება; ბ) II სტადია − განაშენიანების გეგმის განხილვა და დამტკიცება.

5.I სტადია იწყება განაშენიანების გეგმის კონცეფციის შემუშავების შემდეგ. ამ დროს წინასაპროექტო კვლევების საფუძველზე უნდა იქნეს განხილული და დამტკიცებული განაშენიანების გეგმის კონცეფცია. განაშენიანების გეგმის კონცეფციაში ასახული უნდა იყოს ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის ძირითადი მიზნები და ამოცანები, აგრეთვე მათი მიღწევისა და გადაწყვეტის გზები.

6.განაშენიანების გეგმის კონცეფცია შესაბამისმა მუნიციპალიტეტმა დასკვნის მისაღებად უნდა წარუდგინოს სააგენტოს. ამ კონცეფციას უნდა დაერთოს სხვა, დაინტერესებული სამინისტროების/უწყებების პოზიციების ამსახველი დოკუმენტები. სააგენტო უზრუნველყოფს სხვა, დაინტერესებული სამინისტროების/უწყებების და საკუთარი შენიშვნებისა და მოსაზრებების საფუძველზე შესაბამისი დასკვნის მომზადებას და მუნიციპალიტეტისთვის წარდგენას.

7.განაშენიანების გეგმის კონცეფციას ამტკიცებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხოლო ამ კოდექსის 36-ე მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში − სააგენტო.

8.II სტადია იწყება განაშენიანების გეგმის დამტკიცებული კონცეფციის საფუძველზე განაშენიანების გეგმის პროექტის შემუშავების შემდეგ, მისი განხილვისა და დამტკიცების მიზნით.

9.განაშენიანების გეგმის საბოლოო პროექტი შესაბამისმა მუნიციპალიტეტმა დასკვნის მისაღებად უნდა წარუდგინოს სააგენტოს. ამ პროექტს უნდა დაერთოს სხვა, დაინტერესებული სამინისტროების/უწყებების პოზიციების ამსახველი დოკუმენტები. სააგენტო უზრუნველყოფს სხვა, დაინტერესებული სამინისტროების/უწყებების და საკუთარი შენიშვნებისა და მოსაზრებების საფუძველზე შესაბამისი დასკვნის მომზადებას და მუნიციპალიტეტისთვის წარდგენას.

10.განაშენიანების გეგმას ამტკიცებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხოლო ამ კოდექსის 36-ე მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში − სააგენტო.

11.განაშენიანების გეგმაში ცვლილება შეიტანება მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით (ამ კოდექსის 36-ე მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში − სააგენტოს გადაწყვეტილებით), მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით (ამ კოდექსის 36-ე მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში − სააგენტოს ინიციატივით) ან ნებისმიერი პირის მიმართვის საფუძველზე.

12.განაშენიანების გეგმაში არაარსებითი ცვლილების შეტანის შემთხვევაში ამ მუხლით განსაზღვრული I სტადია არ ხორციელდება.

13.განაშენიანების გეგმის შემუშავების დაწყების თაობაზე ინფორმაცია (მათ შორის, გეგმარებითი არეალის ზუსტი საზღვრების შესახებ ინფორმაცია) უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოაქვეყნოს ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე არაუგვიანეს 1 თვისა.

14.თუ განაშენიანების გეგმის მიზანია დასახლებული ტერიტორიის ინტენსიური განვითარება, ამ მუხლით განსაზღვრული I სტადია არ ხორციელდება.

15.განაშენიანების დეტალური გეგმის განხილვასა და დამტკიცებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება შემოიფარგლება განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტის განხილვითა და დამტკიცებით. ამ შემთხვევაში ამ მუხლით განსაზღვრული I სტადია არ ხორციელდება.

16.განაშენიანების დეტალური გეგმის საბოლოო პროექტი შესაბამისმა მუნიციპალიტეტმა დასკვნის მისაღებად უნდა წარუდგინოს სააგენტოს (გარდა იმ დასახლების განაშენიანების დეტალური გეგმის განხილვასა და დამტკიცებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისა, სადაც მოქმედებს იერარქიულად ზემდგომი ქალაქთმშენებლობითი გეგმა). ამ პროექტს უნდა დაერთოს სხვა, დაინტერესებული სამინისტროების/უწყებების პოზიციების ამსახველი დოკუმენტები. სააგენტო უზრუნველყოფს სხვა, დაინტერესებული სამინისტროების/უწყებების და საკუთარი შენიშვნებისა და მოსაზრებების საფუძველზე შესაბამისი დასკვნის მომზადებას და მუნიციპალიტეტისთვის წარდგენას.

17.განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების დაწყების თაობაზე ინფორმაცია პირმა უნდა განათავსოს საინფორმაციო დაფაზე საპროექტო ტერიტორიის მიმდებარე, საზოგადოებისთვის თვალსაჩინო ადგილას, ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე არაუგვიანეს 2 კვირისა.

18.განაშენიანების დეტალურ გეგმას ამტკიცებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხოლო ამ კოდექსის 36-ე მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში − სააგენტო.

19.განაშენიანების დეტალურ გეგმაში ცვლილება შეიტანება მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით (ამ კოდექსის 36-ე მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში − სააგენტოს გადაწყვეტილებით), მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით (ამ კოდექსის 36-ე მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში − სააგენტოს ინიციატივით) ან ნებისმიერი პირის მიმართვის საფუძველზე.

20.ამ კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებული ტერიტორიისთვის განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის განხილვასა და დამტკიცებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებას ახორციელებს სააგენტო ამ მუხლით (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-6, მე-9 და მე-16 ნაწილებისა) დადგენილი წესით.

21.განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით . საქართველოს 2022 წლის 26 აპრილის კანონი №1516 – ვებგვერდი, 13.05.2022წ. საქართველოს 2023 წლის 3 მაისის კანონი №2818 – ვებგვერდი, 19.05.2023წ. საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №952– ვებგვერდი, 05.09.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №34 · ძალაშია 16 ოქტ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 16 ოქტ. 2025 – 1 თებ. 2026 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 თებ. 2026· გამოქვეყნდა 5 სექ. 2025
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 42შემდეგი მუხლი 43¹

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №39

  • 1 ცვლილება · ბოლო 5 სექ. 2025
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 8 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 101¹მუხლი 36

მიუთითებენ მასზე

მუხლი 63

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 42საჯარო ადმინისტრაციული წარმოება გენერალური გეგმის განხილვასა და დამტკიცებასთან დაკავშირებით
  • 31საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის განხილვასა და დამტკიცებასთან დაკავშირებით
  • 25საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ავტონომიური რესპუბლიკების სივრცის დაგეგმარების გეგმის განხილვასა და დამტკიცებასთან დაკავშირებით

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

  • 23განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე მშენებლობის ნებართვის გაცემა
  • 24მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემა
  • 66შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება

ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ

  • 1¹ (დანართი 1)
  • 5 (დანართი 1)ზოგადი მოთხოვნები სამშენებლო ტერიტორიის განაშენიანების მიმართ
  • 33 (დანართი 1)განაშენიანების პარამეტრების რეგულირების მიზანი, მათი დადგენისა და გამოყენების ზოგადი პირობები

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 95დაინტერესებული მხარის მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში
  • 76ადმინისტრაციული წარმოების დაწყება

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 13მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
957613101¹36634231252324661¹ (დ…5 (და…33 (დ…43
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სივრცის და…განსაკუთრებული მნიშვნე…ტერიტორიების გამოყენებ…საქართველოს ზოგადი ადმ…ნარჩენების მართვის კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №39 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026