პროფესიული განათლების შესახებ

მუხლი 33. კოლეჯის სახელმწიფო კონტროლი

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კოლეჯის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს შესაბამისი დამფუძნებელი ორგანო.

2.სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს კოლეჯის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების (საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების და სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულების), მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.

3.კოლეჯი სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს წარუდგენს გასული წლის საქმიანობის ანგარიშს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებისა და სასწავლო პროცესის შესახებ. ამ ანგარიშის წარდგენის ფორმებსა და ვადებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო.

4.სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით შესაბამისი ორგანო უფლებამოსილია მოითხოვოს მასალებისა და ინფორმაციის წარდგენა ან იგი ადგილზე შეისწავლის კოლეჯის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების და სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულებას.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კოლეჯის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს შესაბამისი დამფუძნებელი ორგანო. 2. სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს კოლეჯის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების (საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების და სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულების), მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 3. კოლეჯი სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს წარუდგენს გასული წლის საქმიანობის ანგარიშს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებისა და სასწავლო პროცესის შესახებ. ამ ანგარიშის წარდგენის ფორმებსა და ვადებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო. 4. სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით შესაბამისი ორგანო უფლებამოსილია მოითხოვოს მასალებისა და ინფორმაციის წარდგენა ან იგი ადგილზე შეისწავლის კოლეჯის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების და სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულებას.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 9 ოქტ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
27111510⁵4913106 (და…1323342533
მნიშვნელობით ახლოსზოგადი განათლების შესა…პროფესიული განათლების …საჯარო სამართლის იურიდ…საჯარო სამართლის იურიდ…მეცნიერების, ტექნოლოგი…საჯარო სამართლის იურიდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა