Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებმუხლი 16

საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ

მუხლი 16. საქართველოს სახელმწიფო გერბის დაცვა

რედაქცია №7 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

საქართველოს სახელმწიფო გერბის დაცვას უზრუნველყოფენ საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები და მუნიციპალიტეტის ორგანოები. საქართველოს 2020  წლის 15 ივლისის კანონი №7007 - ვებგვერდი, 28.07.2020წ. თავი IV. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
საქართველოს სახელმწიფო გერბის დაცვას უზრუნველყოფენ საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები და მუნიციპალიტეტის ორგანოები. საქართველოს 2020  წლის 15 ივლისის კანონი №7007 - ვებგვერდი, 28.07.2020წ. თავი IV. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი მუხლი 17. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ოფიციალური შესრულების წესი და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ტექსტის განთავსება საგანმანათლებლო დაწესებულებებში 1. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი სრულდება: ა) საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვისას; ბ) საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების შემდეგ; გ) საქართველოს პარლამენტის სესიის გახსნისას და დახურვისას; დ) საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისას, საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ ფიცის დადების შემდეგ; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩევისას; აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ; აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების სესიების გახსნისას და დახურვისას; საქართველოს მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების შემდეგ; საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევისას; ე) საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების გადაცემისას; ვ) ძეგლების საზეიმო გახსნისას; ზ) საქართველოს სახელმწიფო დღესასწაულებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებათა გახსნისას ან/და დახურვისას; თ) საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წლის დაწყებისას და დამთავრებისას. 2. საზღვარგარეთის ქვეყნების და მათი მთავრობების მეთაურთა, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელთა და სხვა ოფიციალურ პირთა დახვედრისას და გაცილებისას საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს ასრულებს სასულე ორკესტრი უშუალოდ (ცოცხალი შესრულება) ან სრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ჩანაწერი (სასულე ორკესტრის შესრულებით), სტუმრის ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნის ან საერთაშორისო ორგანიზაციის ჰიმნის შესრულების შემდეგ. 3. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის საგუნდო ვარიანტი ან საორკესტრო ვარიანტი სრულდება საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოს პირველი არხით, ყოველდღე, დილის მაუწყებლობის დაწყებისას. 4. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი სრულდება საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მცურავ საშუალებებზე საქართველოს თავდაცვის ძალების წესდებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის შესაბამისად. 5. საქართველოს ფარგლების გარეთ ოფიციალური ღონისძიების გამართვისას საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის საორკესტრო ვარიანტი სრულდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, მასპინძელი ქვეყნის ტრადიციების გათვალისწინებით. 6. ოფიციალური სპორტული შეჯიბრების გამართვისას საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის საორკესტრო ვარიანტი სრულდება შესაბამის სპორტულ ორგანიზაციაში არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით. 7. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულების დროს სავალდებულოა ფეხზე ადგომა, ხოლო მამაკაცისათვის − ასევე ქუდის მოხდა, გარდა სამხედრო მოსამსახურისა (საქართველოს თავდაცვის ძალების წესდების საფუძველზე) და იმ შემთხვევისა, როდესაც ქუდის მოხდა კონფესიური დოგმის გამო არ შეიძლება. 8. თუ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებას თან ახლავს საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვა, სავალდებულოა სახით საქართველოს სახელმწიფო დროშისკენ შეტრიალება. 9. სავალდებულოა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ტექსტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „რ“−„უ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ დაწესებულებებში. საქართველოს 2022 წლის 26 აპრილის კანონი №1523 – ვებგვერდი, 06.05.2022წ. თავი IV 1 . საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტი საქართველოს 2020 წლის 19 თებერვლის კანონი №5724 – ვებგვერდი, 24.02.2020წ. საქართველოს 2025  წლის 6 თებევლის კანონი №268 - ვებგვერდი, 06.02.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ივლ. 2025 – 1 აგვ. 2025 ტექსტი უცნობია

  2. 21 სექ. 2022 – 10 მარ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 28 ივლ. 2020
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 15შემდეგი მუხლი 17

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 26 ივნ. 2025 · №7

  • 1 ცვლილება · ბოლო 28 ივლ. 2020
  • 3 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 6

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ

  • 9საქართველოს სახელმწიფო დროშის დაცვა
  • 1კანონის რეგულირების სფერო
  • 14საქართველოს სახელმწიფო გერბის ოფიციალური გამოყენების სხვა შემთხვევები

საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ

  • 4საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი
  • 1კანონის მოქმედების სფერო

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 116„საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მიღების წესი

სახელმწიფო ენის შესახებ

  • 5სახელმწიფო ენის დაცვის გარანტიები
  • 35სახელმწიფო ენის დაცვის სახელმწიფო კონტროლი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ

  • 14აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბის დაცვა
  • 8აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის დაცვა

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

  • 32საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვა

სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ

  • 2

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
325354169114214811616
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სახელმწიფო…საქართველოს სახელმწიფო…საქართველოს პარლამენტი…სახელმწიფო ენის შესახე…აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს სახელმწიფო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025 · რედაქცია №7 · ბოლოს შემოწმდა 31 ოქტ. 2026