ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) საქართველოს სახელმწიფო სიმბოლო − საქართველოს სახელმწიფო გერბი, საქართველოს სახელმწიფო დროშა, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი; ბ) სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო: ბ.ა) საჯარო დაწესებულების (შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის) ემბლემა; ბ.ბ) საჯარო დაწესებულების დროშა, დროშების ერთობლიობა; ბ.გ) საჯარო დაწესებულების დროშებისა და სიმბოლოების ერთობლიობა; ბ.დ) ინსიგნია; ბ.ე) საქართველოს სახელმწიფო ჯილდო, უწყებრივი ჯილდო; ბ.ვ) საქართველოს სახელმწიფო სამხედრო წოდების, სახელმწიფო სპეციალური წოდების განმასხვავებელი ნიშანი; საქართველოს თავდაცვის ძალების სახეობის, სამხედრო დანაყოფის, სამხედრო ქვედანაყოფის განმასხვავებელი ნიშანი; ბ.ზ) მუნიციპალიტეტის გერბი, მუნიციპალიტეტის დროშა; ბ.თ) საქართველოს სახელმწიფო ფულის ნიშანი; ბ.ი) საქართველოს მოქალაქის პასპორტი, პირადობის (ბინადრობის) მოწმობა; ბ.კ) საჯარო დაწესებულების ბლანკის ნიმუში, რომელზედაც გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო სიმბოლო და სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო; ბ.ლ) სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომელზედაც გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო სიმბოლო და სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო; გ) სახელმწიფო მნიშვნელობის ღონისძიება: გ.ა) სამხედრო აღლუმი; გ.ბ) საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადება; გ.გ) საქართველოს ტერიტორიაზე გამართული სარიტუალო, საერთაშორისო, სადღესასწაულო ღონისძიება, რომელსაც საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს; დ) ემბლემა – საჯარო დაწესებულების, საჯარო დაწესებულების მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ან საჯარო დაწესებულების სისტემაში შემავალი/მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობისა და უფლებამოსილებების პირობითი, სიმბოლური გამოსახულება, რომელიც შექმნილია საერთაშორისო ჰერალდიკური ნორმების დაცვით; ე) ინსიგნია − საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს თავდაცვის მინისტრის, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის თანამდებობისა და უფლებამოსილებების პირობითი, სიმბოლური გამოსახულება: დროშა, სამკერდე მედალიონი, კვერთხი; ვ) დროშების ერთობლიობა − დროშები, რომლებითაც სიმბოლურად გადმოიცემა საჯარო დაწესებულებისა და მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ან ამ საჯარო დაწესებულების სისტემაში შემავალი/მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის იერარქიული ურთიერთდამოკიდებულება; ზ) საქართველოს სახელმწიფო ჯილდო − ორდენი, მედალი, რომლებიც განისაზღვრება კანონით; თ) უწყებრივი ჯილდო − მედალი, მედალიონი, სამკერდე ნიშანი, სიგელი, დიპლომი, რომლებიც მტკიცდება საჯარო დაწესებულების შესაბამისი სამართლებრივი აქტით, ამ კანონის მე-3 მუხლით დადგენილი წესით; ი) საჯარო დაწესებულება − „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საჯარო დაწესებულება. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3507 – ვებგვერდი, 12.10.2023წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №814 – ვებგვერდი, 01.07.2025წ. თავი II სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს დამტკიცება, აღმართვა, გამოფენა და გამოსახვა
სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ
მუხლი 2
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №8 · ძალაშია 1 აგვ. 2025-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
… – 24 დეკ. 2021 ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 2
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
- · გამოქვეყნდა 1 ივლ. 2025
- · გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2023
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

