Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებმუხლი 15

საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ

მუხლი 15. საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოყენების წესი

რედაქცია №7 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.საქართველოს სახელმწიფო გერბისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, მუნიციპალიტეტების, საზოგადოებრივი გაერთიანებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების გერბების (ჰერალდიკური ნიშნების) ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო გერბი განთავსდება (გამოისახება) სხვა გერბის ან ჰერალდიკური ნიშნის მარცხენა მხარეს (ჰერალდიკური მარჯვენა მხარე) დამკვირვებლის პოზიციიდან, რომელიც ამ გერბის (ჰერალდიკური ნიშნის) პირდაპირ დგას.

2.სამი ან მეტი, კენტი გერბის ან ჰერალდიკური ნიშნის ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო გერბი განთავსდება (გამოისახება) სხვა გერბების (ჰერალდიკური ნიშნების) შუაში.

3.ოთხი ან მეტი, ლუწი გერბის ან ჰერალდიკური ნიშნის ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო გერბი განთავსდება (გამოისახება) ცენტრიდან მარცხნივ (ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით).

4.საქართველოს სახელმწიფო გერბისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, მუნიციპალიტეტების, საზოგადოებრივი გაერთიანებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების გერბების (ჰერალდიკური ნიშნების) ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში დაუშვებელია, სხვა გერბი ან ჰერალდიკური ნიშანი საქართველოს სახელმწიფო გერბზე მაღლა განთავსდეს (გამოისახოს) და საქართველოს სახელმწიფო გერბზე დიდი ზომის იყოს.

5.საქართველოს სახელმწიფო გერბისა და შესაბამისი დაწესებულების ან ორგანიზაციის სახელწოდების ერთ ფირნიშზე გამოსახვა დაუშვებელია.

6.დაუშვებელია, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, მუნიციპალიტეტების, საზოგადოებრივი გაერთიანებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების გერბები (ჰერალდიკური ნიშნები) ზუსტად იმეორებდეს საქართველოს სახელმწიფო გერბს ან საქართველოს სახელმწიფო გერბი იყოს მათი საფუძველი.

7.დაზიანებული საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოყენება დაუშვებელია.

8.იმ ბლანკების, ბეჭდებისა და სხვა საშუალებების დამზადების, გამოყენების, შენახვისა და განადგურების წესებს, რომლებზედაც საქართველოს სახელმწიფო გერბია გამოსახული, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

9.საქართველოს სახელმწიფო გერბის ამ კანონის დარღვევით გამოყენება ან საქართველოს სახელმწიფო გერბის შებღალვა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

10.ფიზიკურ პირებს, კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, პოლიტიკურ პარტიებსა და შემოქმედებით კავშირებს ეკრძალებათ საქართველოს სახელმწიფო გერბის შენობების ფასადებზე, ბლანკებსა და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებზე, ბეჭდებსა და შტამპებზე გამოყენება. სხვა შემთხვევებში ისინი საქართველოს სახელმწიფო გერბს შეუზღუდავად იყენებენ.

11.ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა არ მოქმედებს საქართველოს სახელმწიფო გერბის ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „რ“−„უ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დაწესებულებების შენობების ფასადებზე განთავსების შემთხვევებზე. საქართველოს 2020  წლის 15 ივლისის კანონი №7007 - ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2022 წლის 26 აპრილის კანონი №1523 – ვებგვერდი, 06.05.2022წ. საქართველოს 2025  წლის 6 თებევლის კანონი №268 - ვებგვერდი, 06.02.2025წ.

რედაქციების შედარება

1. საქართველოს სახელმწიფო გერბისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, მუნიციპალიტეტების, საზოგადოებრივი გაერთიანებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების გერბების (ჰერალდიკური ნიშნების) ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო გერბი განთავსდება (გამოისახება) სხვა გერბის ან ჰერალდიკური ნიშნის მარცხენა მხარეს (ჰერალდიკური მარჯვენა მხარე) დამკვირვებლის პოზიციიდან, რომელიც ამ გერბის (ჰერალდიკური ნიშნის) პირდაპირ დგას. 2. სამი ან მეტი, კენტი გერბის ან ჰერალდიკური ნიშნის ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო გერბი განთავსდება (გამოისახება) სხვა გერბების (ჰერალდიკური ნიშნების) შუაში. 3. ოთხი ან მეტი, ლუწი გერბის ან ჰერალდიკური ნიშნის ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო გერბი განთავსდება (გამოისახება) ცენტრიდან მარცხნივ (ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით). 4. საქართველოს სახელმწიფო გერბისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, მუნიციპალიტეტების, საზოგადოებრივი გაერთიანებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების გერბების (ჰერალდიკური ნიშნების) ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში დაუშვებელია, სხვა გერბი ან ჰერალდიკური ნიშანი საქართველოს სახელმწიფო გერბზე მაღლა განთავსდეს (გამოისახოს) და საქართველოს სახელმწიფო გერბზე დიდი ზომის იყოს. 5. საქართველოს სახელმწიფო გერბისა და შესაბამისი დაწესებულების ან ორგანიზაციის სახელწოდების ერთ ფირნიშზე გამოსახვა დაუშვებელია. 6. დაუშვებელია, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, მუნიციპალიტეტების, საზოგადოებრივი გაერთიანებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების გერბები (ჰერალდიკური ნიშნები) ზუსტად იმეორებდეს საქართველოს სახელმწიფო გერბს ან საქართველოს სახელმწიფო გერბი იყოს მათი საფუძველი. 7. დაზიანებული საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოყენება დაუშვებელია. 8. იმ ბლანკების, ბეჭდებისა და სხვა საშუალებების დამზადების, გამოყენების, შენახვისა და განადგურების წესებს, რომლებზედაც საქართველოს სახელმწიფო გერბია გამოსახული, განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი. 9. საქართველოს სახელმწიფო გერბის ამ კანონის დარღვევით გამოყენება ან საქართველოს სახელმწიფო გერბის შებღალვა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 10. ფიზიკურ პირებს, კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, პოლიტიკურ პარტიებსა და შემოქმედებით კავშირებს ეკრძალებათ საქართველოს სახელმწიფო გერბის შენობების ფასადებზე, ბლანკებსა და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებზე, ბეჭდებსა და შტამპებზე გამოყენება. სხვა შემთხვევებში ისინი საქართველოს სახელმწიფო გერბს შეუზღუდავად იყენებენ. 11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა არ მოქმედებს საქართველოს სახელმწიფო გერბის ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „რ“−„უ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დაწესებულებების შენობების ფასადებზე განთავსების შემთხვევებზე. საქართველოს 2020  წლის 15 ივლისის კანონი №7007 - ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2022 წლის 26 აპრილის კანონი №1523 – ვებგვერდი, 06.05.2022წ.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 10 მარ. 2025· გამოქვეყნდა 6 თებ. 2025
  2. 6 მაი. 2022
  3. 28 ივლ. 2020
წინა მუხლი 14შემდეგი მუხლი 16

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-06-26 · №7

0
ციტირებულია მუხლი
3
ცვლილება
ბოლო 2025-02-06
3
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 6

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ

  • 12საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოყენების სფერო
  • 10საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახვის ფორმები
  • 13მცირე სახელმწიფო გერბის გამოყენების სფერო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ

  • 12აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბის გამოყენების წესი
  • 13აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფო გერბისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბის ერთდროულად გამოყენება
  • 11აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბის გამოყენების სფერო

საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ

  • 3საქართველოს სახელმწიფო გერბი

სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ

  • 2—

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 116„საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მიღების წესი

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

  • 8თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოები

წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემებისა და სახელწოდებების გამოყენებისა და დაცვის შესახებ

  • 11—

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე

  • 4აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
481136121013212131111615
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სახელმწიფო…აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს სახელმწიფო…სახელმწიფო მნიშვნელობი…საქართველოს პარლამენტი…ადგილობრივი თვითმმართვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025