პროკურატურის შესახებ

მუხლი 6. პროკურატურის სტატუსი და დამოუკიდებლობა

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საქართველოს პროკურატურა არის ერთიანი, ცენტრალიზებული სისტემა, რომელიც თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კანონს. დაუშვებელია პროკურატურის საქმიანობაში ჩარევა, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელმაც შეიძლება ხელყოს მისი დამოუკიდებლობა.

2.დაუშვებელია პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებით ანგარიშის მოთხოვნა, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით.

3.პროკურატურას უფლება აქვს, კანონმდებლობით დადგენილი წესით დადოს ხელშეკრულება, შეიძინოს ქონება, ფლობდეს და განკარგავდეს მას, გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ, შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლება-მოვალეობები.

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 2

ყველა გადაწყვეტილება
  • №251აპ-232023-04-0434
    არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე უარის გასაჩივრება

    საქმე ეხებოდა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში ჩადენილ განზრახ დანაშაულზე საპროცესო შეთანხმების დასამტკიცებლად პროკურორთა თანხმობის მოთხოვნას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ საპროცესო ხელმძღვანელი პროკურორისა და გენერალური პროკურორის მოადგილის ხელმოწერების არსებობისას რაიონული პროკურორის ან მისი მოადგილის დამატებითი ხელმოწერა საჭირო არ იყო. სასამართლომ გააუქმა სააპელაციო განჩინება, დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება და მსჯავრდებულს საბოლოოდ განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ხუთი წლითა და ექვსი თვით, საიდანაც ექვსი თვე მოსახდელია, ხუთი წელი კი პირობითია; დამატებით დაეკისრა ჯარიმა ხუთი ათასი ლარი.

  • №400-დად2004-10-2124
    საკასაციო არსებითი (T2)

    გენერალური პროკურორის საპროცესო უფლებამოსილება

    საქმე ეხებოდა გენერალური პროკურორის უფლებამოსილებას და ბრალდებულის მიმართ პატიმრობის შეფარდებისას მტკიცებულებათა შეფასების ფარგლებს. პალატამ განმარტა, რომ გენერალურ პროკურორს შეუძლია განახორციელოს მისი დაქვემდებარებული მუშაკისათვის მინიჭებული საპროცესო მოქმედებები, ხოლო აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას მოსამართლე ბრალეულობას არ განიხილავს. პალატამ საჩივარი არ დააკმაყოფილა და პატიმრობის შეფარდების ბრძანება უცვლელად დატოვა; სასჯელი არ დანიშნულა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოს პროკურატურა არის ერთიანი, ცენტრალიზებული სისტემა, რომელიც თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კანონს. დაუშვებელია პროკურატურის საქმიანობაში ჩარევა, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელმაც შეიძლება ხელყოს მისი დამოუკიდებლობა. 2. დაუშვებელია პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებით ანგარიშის მოთხოვნა, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით. 3. პროკურატურას უფლება აქვს, კანონმდებლობით დადგენილი წესით დადოს ხელშეკრულება, შეიძინოს ქონება, ფლობდეს და განკარგავდეს მას, გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ, შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლება-მოვალეობები.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 29 დეკ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
665636333271047274396
მნიშვნელობით ახლოსპროკურატურის შესახებსაქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…მაუწყებლობის შესახებსაერთო სასამართლოების …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა