პროკურატურის შესახებ

მუხლი 7. ქვემდებარეობა და სამოქმედო ტერიტორია

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾50-დან

ლიზი ლომთაძეგიორგი ფანცულაიაგიორგი გუბელაძე

1.საქართველოს პროკურატურა სრული მოცულობით ატარებს გამოძიებას შემდეგ დანაშაულთა სისხლის სამართლის საქმეებზე: ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 1 −144 3 მუხლებით, 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 335-ე მუხლითა და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულზე, თუ იგი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელმა, მოხელემ ან მასთან გათანაბრებულმა პირმა ჩაიდინა; ბ) სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილ სხვა დანაშაულზე, რომელმაც პირის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და რომლის ჩადენის დროს ეს პირი იმყოფებოდა დროებითი მოთავსების იზოლატორში ან პენიტენციურ დაწესებულებაში ანდა ნებისმიერ სხვა ადგილას, სადაც მას სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი ნების საწინააღმდეგოდ აკრძალული ჰქონდა ადგილსამყოფლის დატოვება, ანდა აღნიშნული პირი სხვაგვარად იმყოფებოდა სახელმწიფოს ეფექტიანი კონტროლის ქვეშ; გ) საქართველოს  სისხლის  სამართლის  კოდექსის 108-ე, 109-ე, 111-ე, 113-ე−116-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე−124-ე, 126-ე, 126 ​​ 1 , 137-ე−139-ე, 143-ე−144-ე და 150-ე−151 1 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულზე, თუ იგი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელმა ჩაიდინა; დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე, რომელიც უკავშირდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპული კონვენციის ან მისი დამატებითი ოქმის დარღვევის ფაქტს; ე) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე−163-ე და 164 4 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულზე, თუ იგი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელმა ჩაიდინა; ვ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე, 332-ე, 333-ე, 341-ე და 369 1 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულზე, თუ იგი საქართველოს პროკურატურამ ამ პუნქტის „ა“−„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ დანაშაულთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების მიმდინარეობისას გამოავლინა.

2.თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული პროკურატურის თანამშრომელმა ჩაიდინა, სისხლის სამართლის საქმის საგამოძიებო ქვემდებარეობასა და ტერიტორიულ საგამოძიებო ქვემდებარეობას განსაზღვრავს გენერალური პროკურორი.

3.ამ მუხლით გათვალისწინებული იმ დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც პროკურატურის თანამშრომელმა ჩაიდინა, საპროცესო ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექცია.

4.ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო ქვემდებარეობის წესს, აგრეთვე პროკურატურის ორგანოებისა და სტრუქტურული დანაყოფების სამოქმედო ტერიტორიებს განსაზღვრავს გენერალური პროკურორი. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის ორგანული კანონი №693 – ვებგვერდი, 25.06.2025წ. კარი II პროკურატურის სისტემა, მართვა, დაქვემდებარება თავი III პროკურატურის სტრუქტურული მოწყობა და მართვა

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 1

ყველა გადაწყვეტილება
  • №251აპ-232023-04-0434
    არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე უარის გასაჩივრება

    საქმე ეხებოდა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში ჩადენილ განზრახ დანაშაულზე საპროცესო შეთანხმების დასამტკიცებლად პროკურორთა თანხმობის მოთხოვნას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ საპროცესო ხელმძღვანელი პროკურორისა და გენერალური პროკურორის მოადგილის ხელმოწერების არსებობისას რაიონული პროკურორის ან მისი მოადგილის დამატებითი ხელმოწერა საჭირო არ იყო. სასამართლომ გააუქმა სააპელაციო განჩინება, დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება და მსჯავრდებულს საბოლოოდ განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ხუთი წლითა და ექვსი თვით, საიდანაც ექვსი თვე მოსახდელია, ხუთი წელი კი პირობითია; დამატებით დაეკისრა ჯარიმა ხუთი ათასი ლარი.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოს პროკურატურა სრული მოცულობით ატარებს გამოძიებას შემდეგ დანაშაულთა სისხლის სამართლის საქმეებზე: ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 1 −144 3 მუხლებით, 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 335-ე მუხლითა და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულზე, თუ იგი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელმა, მოხელემ ან მასთან გათანაბრებულმა პირმა ჩაიდინა; ბ) სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილ სხვა დანაშაულზე, რომელმაც პირის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და რომლის ჩადენის დროს ეს პირი იმყოფებოდა დროებითი მოთავსების იზოლატორში ან პენიტენციურ დაწესებულებაში ანდა ნებისმიერ სხვა ადგილას, სადაც მას სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი ნების საწინააღმდეგოდ აკრძალული ჰქონდა ადგილსამყოფლის დატოვება, ანდა აღნიშნული პირი სხვაგვარად იმყოფებოდა სახელმწიფოს ეფექტიანი კონტროლის ქვეშ; გ) საქართველოს  სისხლის  სამართლის  კოდექსის 108-ე, 109-ე, 111-ე, 113-ე−116-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე−124-ე, 126-ე, 126 ​​ 1 , 137-ე−139-ე, 143-ე−144-ე და 150-ე−151 1 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულზე, თუ იგი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელმა ჩაიდინა; დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე, რომელიც უკავშირდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპული კონვენციის ან მისი დამატებითი ოქმის დარღვევის ფაქტს; ე) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე−163-ე და 164 4 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულზე, თუ იგი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელმა ჩაიდინა; ვ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე, 332-ე, 333-ე, 341-ე და 369 1 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულზე, თუ იგი საქართველოს პროკურატურამ ამ პუნქტის „ა“−„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ დანაშაულთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების მიმდინარეობისას გამოავლინა. 2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული პროკურატურის თანამშრომელმა ჩაიდინა, სისხლის სამართლის საქმის საგამოძიებო ქვემდებარეობასა და ტერიტორიულ საგამოძიებო ქვემდებარეობას განსაზღვრავს გენერალური პროკურორი. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული იმ დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც პროკურატურის თანამშრომელმა ჩაიდინა, საპროცესო ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექცია. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო ქვემდებარეობის წესს, აგრეთვე პროკურატურის ორგანოებისა და სტრუქტურული დანაყოფების სამოქმედო ტერიტორიებს განსაზღვრავს გენერალური პროკურორი. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის ორგანული კანონი №693 – ვებგვერდი, 25.06.2025წ. კარი II პროკურატურის სისტემა, მართვა, დაქვემდებარება თავი III პროკურატურის სტრუქტურული მოწყობა და მართვა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №14 · ძალაშია 1 ივლ. 2025-დან · იცვლება 1 იან. 2030-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 29 დეკ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 25 ივნ. 2025

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიზი ლომთაძე

ლიზი ლომთაძე

სისხლის სამართლის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾50

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი გუბელაძე

გიორგი გუბელაძე

ადვოკატი გიორგი გუბელაძე

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ელვინ შეირიევი

ელვინ შეირიევი

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
144³332333369¹3432358105842330207
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…პროკურატურის შესახებსაქართველოს სისხლის სა…თავდაცვის კოდექსისისხლის სამართლის სფერ…საჯარო სამართლის იურიდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა