პროკურატურის საქმიანობის პრინციპებია: ა) კანონიერება და სამართლიანობა; ბ) ობიექტურობა და მიუკერძოებლობა; გ) პროფესიონალიზმი და კომპეტენტურობა; დ) ერთიანობა და ცენტრალიზაცია, ყველა ქვემდგომი პროკურორისა და პროკურატურის სხვა თანამშრომლის გენერალური პროკურორისადმი დაქვემდებარება; ე) პირის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა და ღირსების ხელშეუხებლობა; ვ) პოლიტიკური ნეიტრალიტეტი.
მუხლი 5. პროკურატურის საქმიანობის პრინციპები
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 1
- არსებითი გადაწყვეტილება (T1)
საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე უარის გასაჩივრება
საქმე ეხებოდა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში ჩადენილ განზრახ დანაშაულზე საპროცესო შეთანხმების დასამტკიცებლად პროკურორთა თანხმობის მოთხოვნას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ საპროცესო ხელმძღვანელი პროკურორისა და გენერალური პროკურორის მოადგილის ხელმოწერების არსებობისას რაიონული პროკურორის ან მისი მოადგილის დამატებითი ხელმოწერა საჭირო არ იყო. სასამართლომ გააუქმა სააპელაციო განჩინება, დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება და მსჯავრდებულს საბოლოოდ განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ხუთი წლითა და ექვსი თვით, საიდანაც ექვსი თვე მოსახდელია, ხუთი წელი კი პირობითია; დამატებით დაეკისრა ჯარიმა ხუთი ათასი ლარი.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №1
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
… – 29 დეკ. 2018 ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

