პროკურატურის შესახებ

მუხლი 60. შეფასების შედეგების გასაჩივრების წესი

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.პროკურორი/პროკურატურის გამომძიებელი უფლებამოსილია გაასაჩივროს შეფასების შედეგები გაცნობიდან 10 დღის ვადაში.

2.პროკურორი/პროკურატურის გამომძიებელი უფლებამოსილია გაეცნოს იმ მასალებს, რის საფუძველზეც შემფასებელმა განსაზღვრა მისი კომპეტენციის ზღვარი.

3.პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის საჩივარს იხილავს დროებითი სათათბირო ორგანო − საპრეტენზიო საბჭო და იღებს ერთ-ერთ გადაწყვეტილებას: ა) აკმაყოფილებს საჩივარს და ცვლის ან აუქმებს შეფასების შედეგს. შეფასების შედეგის გაუქმების შემთხვევაში პროკურორი/პროკურატურის გამომძიებელი 60 დღის ვადაში ექვემდებარება ხელახალ შეფასებას; ბ) არ აკმაყოფილებს საჩივარს და უცვლელად ტოვებს შეფასების შედეგს.

4.საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილება ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შესაძლებელია გასაჩივრდეს კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოში, რომელიც 2 თვის ვადაში ღებულობს ერთ-ერთ გადაწყვეტილებას: ა) არ აკმაყოფილებს საჩივარს და უცვლელად ტოვებს საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილებას; ბ) აკმაყოფილებს საჩივარს და ცვლის საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილებას.

5.საჩივრის ავტორი და შემფასებელი უფლებამოსილია ახსნა-განმარტების მისაცემად დაესწროს საბჭოების მიერ საჩივრის განხილვის სხდომებს.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პროკურორი/პროკურატურის გამომძიებელი უფლებამოსილია გაასაჩივროს შეფასების შედეგები გაცნობიდან 10 დღის ვადაში. 2. პროკურორი/პროკურატურის გამომძიებელი უფლებამოსილია გაეცნოს იმ მასალებს, რის საფუძველზეც შემფასებელმა განსაზღვრა მისი კომპეტენციის ზღვარი. 3. პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის საჩივარს იხილავს დროებითი სათათბირო ორგანო − საპრეტენზიო საბჭო და იღებს ერთ-ერთ გადაწყვეტილებას: ა) აკმაყოფილებს საჩივარს და ცვლის ან აუქმებს შეფასების შედეგს. შეფასების შედეგის გაუქმების შემთხვევაში პროკურორი/პროკურატურის გამომძიებელი 60 დღის ვადაში ექვემდებარება ხელახალ შეფასებას; ბ) არ აკმაყოფილებს საჩივარს და უცვლელად ტოვებს შეფასების შედეგს. 4. საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილება ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შესაძლებელია გასაჩივრდეს კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოში, რომელიც 2 თვის ვადაში ღებულობს ერთ-ერთ გადაწყვეტილებას: ა) არ აკმაყოფილებს საჩივარს და უცვლელად ტოვებს საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილებას; ბ) აკმაყოფილებს საჩივარს და ცვლის საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილებას. 5. საჩივრის ავტორი და შემფასებელი უფლებამოსილია ახსნა-განმარტების მისაცემად დაესწროს საბჭოების მიერ საჩივრის განხილვის სხდომებს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 29 დეკ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
363⁶2079736⁵16 (დ…58415410610912 (დ…14 (დ…60
მნიშვნელობით ახლოსპროკურატურის შესახებსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს პატენტრწმუ…პენიტენციური კოდექსიპროფესიული საჯარო მოხე…საერთო სასამართლოების …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა