Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაერთო სასამართლოების შესახებმუხლი 36⁵

საერთო სასამართლოების შესახებ

მუხლი 36⁵. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრება

რედაქცია №61 კონსოლიდირებული · 4 მარ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.მოსამართლეს უფლება აქვს, თანამდებობაზე მისი უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში, თუ მიაჩნია, რომ: ა) შეფასებისას შემფასებელი/გასაუბრებისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი (წევრები) მიკერძოებული იყო (იყვნენ); ბ) შეფასებისას შემფასებლის/გასაუბრებისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის (წევრების) მიდგომა დისკრიმინაციული იყო; გ) შემფასებელმა გადაამეტა მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას, რის შედეგადაც დაირღვა შესაფასებელი მოსამართლის უფლებები ან საფრთხე შეექმნა სასამართლოს დამოუკიდებლობას; დ) ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო შეფასებას, არსებითად მცდარია, რის დამადასტურებლადაც შესაფასებელმა მოსამართლემ  შესაბამისი მტკიცებულებები წარადგინა; ე) შეფასება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის  დარღვევით განხორციელდა, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საბოლოო შედეგზე.

2.საჩივარი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების მოსამართლისათვის გადაცემიდან 2 კვირის ვადაში შეიტანება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რომელიც მიღებულ საჩივარს თანდართულ მასალებთან ერთად 3 დღის ვადაში გადასცემს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატას.

3.მოსამართლე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს პირადად ან თავისი დამცველის ანდა სხვა წარმომადგენლის მეშვეობით.

4.მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებაზე შეტანილ საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება.

5.საჩივარი უნდა შეიცავდეს: ა) საკვალიფიკაციო პალატის დასახელებას; ბ) საჩივრის შემტანი პირის ვინაობას და მისამართს, მოწინააღმდეგე მხარის დასახელებას და მისამართს; გ) გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებას, ამ გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს დასახელებას; დ) მითითებას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გასაჩივრების საფუძველზე, აგრეთვე იმ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებს ამ საფუძვლის არსებობას; ე) საჩივრისათვის დართული წერილობითი მასალების ნუსხას; ვ) საჩივრის შემტანი პირის ხელმოწერას.

6.საჩივარს უნდა დაერთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. წარმომადგენლის მიერ შეტანილ საჩივარს უნდა დაერთოს მინდობილობა, რომელიც ადასტურებს, რომ წარმომადგენელი უფლებამოსილია შეიტანოს საჩივარი.

7.საჩივრის მიღებიდან 5 დღის ვადაში უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა ამოწმებს, შეტანილია თუ არა საჩივარი ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით. თუ საჩივარი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების მოთხოვნებს, საკვალიფიკაციო პალატა იღებს მას წარმოებაში. თუ საჩივარი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების მოთხოვნებს, საკვალიფიკაციო პალატა ავალებს საჩივრის შემტან პირს, გამოასწოროს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს 5 დღისა. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ გამოსწორდა, ან დაირღვა საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი ვადა, საჩივარი განუხილველი რჩება. საჩივრის დასაშვებობის საკითხს საკვალიფიკაციო პალატა ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.

8.საჩივრის წარმოებაში მიღების შემდეგ საჩივრისა და თანდართული მასალების ასლები მოწინააღმდეგე მხარეს უნდა გაეგზავნოს. საკვალიფიკაციო პალატას შეუძლია მოწინააღმდეგე მხარეს დაუნიშნოს ვადა საჩივარზე წერილობითი პასუხის გასაცემად.

9.უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა საჩივარს განიხილავს წარმოებაში მიღებიდან 1 თვის ვადაში. საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ განჩინებით საკვალიფიკაციო პალატა განსაზღვრავს საქმის ზეპირი განხილვის დროს, რის შესახებაც მხარეებს ატყობინებს ამ განჩინების მიღებიდან 3 დღის ვადაში. საკვალიფიკაციო პალატა უზრუნველყოფს მხარეთა/მონაწილეთა მიწვევას საკვალიფიკაციო პალატის სხდომაში მონაწილეობისათვის.

10.საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში საჩივრის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად ნიშნავს თავის წარმომადგენელს. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს ორგანული კანონი № 2647 - ვებგვერდი, 18.08.2014წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №15 · ძალაშია 1 სექ. 2014-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 4 აგვ. 2010 – 1 სექ. 2014 მუხლი კანონში არ იყო

  2. … – 4 აგვ. 2010 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 სექ. 2014· გამოქვეყნდა 18 აგვ. 2014

    36⁵ მუხლი ადგენს უარის გასაჩივრების საფუძვლებს, ვადებს, საჩივრის შინაარსს, დასაშვებობის შემოწმებასა და საბჭოს წარმომადგენლის მონაწილეობას.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 36⁴შემდეგი მუხლი 36⁶

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 4 მარ. 2026 · №61

  • 1 ცვლილება · ბოლო 18 აგვ. 2014
  • ციტირებულია 3 მუხლი
  • 6 რედაქცია
  • 3 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 36⁴მუხლი 41მუხლი 6

მიუთითებენ მასზე

მუხლი 36მუხლი 36⁴მუხლი 36⁶

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 36⁷უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ გადაწყვეტილების მიღების შედეგი
  • 34³უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცესში მიღებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინების გასაჩივრება
  • 45მოსამართლის ჩამოცილება საქმეთა განხილვისგან

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 7უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ცნობა ან ვადამდე შეწყვეტა
  • 21უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის წესი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 6უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა
  • 10უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეჩერება
  • 14უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის წესი

ამნისტიის შესახებ

  • 5

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

  • 43გასაჩივრება სასამართლოში

პროკურატურის შესახებ

  • 60შეფასების შედეგების გასაჩივრების წესი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 197საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4336⁴4163636⁶36⁷34³4561014721536⁵
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაერთო სასამართლოების …აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …ამნისტიის შესახებსისხლის სამართლის საერ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 4 მარ. 2026 · რედაქცია №61 · ბოლოს შემოწმდა 8 ნოე. 2026