პროკურატურის შესახებ

მუხლი 58. საქმიანობის შეფასების წესი და პროცედურა

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.პროკურორი/პროკურატურის გამომძიებელი, როგორც წესი, 2 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება შეფასებას, რომლის შედეგები არ არის საჯარო.

2.პროკურორი/პროკურატურის გამომძიებელი ფასდება ამ კანონით განსაზღვრული და გენერალური პროკურორის მიერ დამტკიცებული კრიტერიუმების შესაბამისად.

3.პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის შეფასების ძირითადი კრიტერიუმებია: ა) საპროკურორო საქმიანობის/გამოძიების ხარისხის შეფასება; ბ) პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის დატვირთვა; გ) ხელმძღვანელის შეფასება; დ) წახალისება და დისციპლინური სახდელი.

4.პროკურორი/პროკურატურის გამომძიებელი, რომლის შეფასების შედეგები ვერ აკმაყოფილებს კომპეტენციის მინიმალურ ზღვარს, ექვემდებარება პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის შესაბამისობის გამოცდას. პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის შესაბამისობის გამოცდაში დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში პროკურორი/პროკურატურის გამომძიებელი ექვემდებარება რიგგარეშე შეფასებას გამოცდის ჩაბარებიდან 1 წლის განმავლობაში. ზედიზედ ორჯერ, შეფასების შედეგად კომპეტენციის მინიმალური ზღვრის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პროკურორი/პროკურატურის გამომძიებელი შეიძლება დათხოვნილ იქნეს თანამდებობიდან.

5.პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის საქმიანობის შეფასებას ახორციელებენ გენერალური პროკურატურის უფლებამოსილი დანაყოფები.

6.პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის საქმიანობის შეფასების წესსა და პროცედურებს ამტკიცებს გენერალური პროკურორი.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პროკურორი/პროკურატურის გამომძიებელი, როგორც წესი, 2 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება შეფასებას, რომლის შედეგები არ არის საჯარო. 2. პროკურორი/პროკურატურის გამომძიებელი ფასდება ამ კანონით განსაზღვრული და გენერალური პროკურორის მიერ დამტკიცებული კრიტერიუმების შესაბამისად. 3. პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის შეფასების ძირითადი კრიტერიუმებია: ა) საპროკურორო საქმიანობის/გამოძიების ხარისხის შეფასება; ბ) პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის დატვირთვა; გ) ხელმძღვანელის შეფასება; დ) წახალისება და დისციპლინური სახდელი. 4. პროკურორი/პროკურატურის გამომძიებელი, რომლის შეფასების შედეგები ვერ აკმაყოფილებს კომპეტენციის მინიმალურ ზღვარს, ექვემდებარება პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის შესაბამისობის გამოცდას. პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის შესაბამისობის გამოცდაში დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში პროკურორი/პროკურატურის გამომძიებელი ექვემდებარება რიგგარეშე შეფასებას გამოცდის ჩაბარებიდან 1 წლის განმავლობაში. ზედიზედ ორჯერ, შეფასების შედეგად კომპეტენციის მინიმალური ზღვრის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პროკურორი/პროკურატურის გამომძიებელი შეიძლება დათხოვნილ იქნეს თანამდებობიდან. 5. პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის საქმიანობის შეფასებას ახორციელებენ გენერალური პროკურატურის უფლებამოსილი დანაყოფები. 6. პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის საქმიანობის შეფასების წესსა და პროცედურებს ამტკიცებს გენერალური პროკურორი.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 29 დეკ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
657¹ (დ…373336⁴36¹535 (და…60341616858
მნიშვნელობით ახლოსპროკურატურის შესახებსაერთო სასამართლოების …საქართველოს სისხლის სა…საჯარო სამსახურის შესა…საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს პარლამენტი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა