საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ფორმის, წესისა და საგამოცდო პროგრამის, საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის − სერტიფიკატის ფორმისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 14 (დანართი 1). საჩივრების განხილვა

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 3 თებ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საჩივრების განმხილველი კომისიის სხდომას იწვევს საჩივრების განმხილველი კომისიის თავმჯდომარე.

2.საჩივრების განმხილველი კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი.

3.საჩივრების განმხილველი კომისია უფლებამოსილია გასაჩივრების ვადის ამოწურვიდან  5 სამუშაო დღის ვადაში მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ; გ) საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

4.საჩივრების განმხილველი კომისია განიხილავს საჩივარს მხოლოდ საჩივრის ფარგლებში. საჩივრების განმხილველი კომისია არ განიხილავს საჩივარს გამოსაცდელის მიერ დაშვებული მექანიკური შეცდომის შესახებ.

5.საჩივარი განიხილება საჩივრის ავტორის გარეშე. საჩივრების განმხილველი კომისიის მიერ საჩივრის განხილვისას დაცული უნდა იყოს ნაშრომის კონფიდენციალურობა. საჩივრების განმხილველი კომისიისთვის უცნობია, თუ ვისი ნამუშევარი ფასდება/საჩივრდება.

6.საჩივრების განმხილველი კომისია გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საჩივრების განმხილველი კომისიის თავმჯდომარის ხმა.

7.საჩივრების განმხილველი კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება საჩივრების განმხილველი კომისიის სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საჩივრების განმხილველი კომისიის თავმჯდომარე. მოწვეული ექსპერტის მოსაზრება/რეკომენდაცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით თან ერთვის საჩივრების განმხილველი კომისიის ოქმს/გადაწყვეტილებას.

8.საჩივრების განმხილველი კომისიის წევრს უფლება აქვს გამოხატოს განსხვავებული აზრი და დაურთოს ოქმს, რის შესახებაც კეთდება ოქმში შესაბამისი ჩანაწერი.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ფორმის, წესისა და საგამოცდო პროგრამის, საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის − სერტიფიკატის ფორმისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
23⁹973033023541⁹41⁶3 (და…37¹³9010613 (დ…14 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო შესყიდვების შეს…სახელმწიფო შესყიდვების…საქართველოს პატენტრწმუ…საქართველოს საგადასახა…საგადახდო სისტემისა და…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა