აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

მუხლი 25

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 30 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები. მინისტრის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის თავმჯდომარე. მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილეები თანამდებობაზე ინიშნებიან არაუმეტეს მინისტრის უფლებამოსილების ვადით. მოადგილეთა რაოდენობა განისაზღვრება სამინისტროს დებულებით, ხოლო უფლებამოსილებანი – მინისტრის ბრძანებით, თუ კანონითა და მთავრობის აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2.მინისტრის მოადგილე კოორდინაციას უწევს სამინისტროს ცალკეული დარგობრივი სტრუქტურული ერთეულის (ერთეულების) საქმიანობას, ახორციელებს და კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებებისა და სხვა დავალებების შესრულებას.

3.მინისტრის პირველი მოადგილე მინისტრის არყოფნისას ან მინისტრის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას, აგრეთვე მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში ასრულებს მინისტრის მოვალეობას.

4.მინისტრის უფლე­ბა­მოსილების შეწყვეტისას მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს უფლე­ბამოსილება უწყდებათ ახალი მინისტრის დანიშვნისთანავე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 მარ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2324203¹357624312221725
მნიშვნელობით ახლოსაფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს განათლების…საქართველოს მთავრობის …აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს სახელმწიფო…ადგილობრივი თვითმმართვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა