2.მინისტრი უფლებამოსილია ძალადაკარგულად ცნოს ამ მუხლში მითითებულ თანამდებობის პირთა/ხელმძღვანელთა აქტები და მოქმედებები მათი მიზანშეუწონლობის მოტივით.
3.მინისტრს უფლება აქვს სამინისტროს თანამდებობის პირების მოქმედებაზე სამსახურებრივი ზედამხედველობა დააკისროს მის პირველ მოადგილეს.
4.სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელ პირს უფლება აქვს გასცეს შესასრულებლად სავალდებულო მითითებები აქტის შეცვლის ან მოქმედებაში ნაკლოვანების აღმოფხვრის, ან/და ახალი მოქმედების შესრულების შესახებ.
