საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 17. დროებითი ფუნქცია - მოვალეობის დაკისრება

რედაქცია №20 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მოსამსახურისთვის (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისთვის) დროებითი ფუნქცია-მოვალეობის დაკისრება, მათ შორის ისეთის, რომელიც არ განეკუთვნება მის კომპეტენციას, შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში: ა) სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე; ბ) დროებით არმყოფი მოსამსახურის შეცვლის ან ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც მოსამსახურის არყოფნა გამოიწვევს დაწესებულების ნორმალური საქმიანობის გართულებას; გ) მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.

2.მოსამსახურეს (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) დროებითი ფუნქცია – მოვალეობა შესაძლებელია დაეკისროს დამატებით, ძირითად სამსახურებრივ მოვალეობასთან შეთავსებით ან მოსამსახურე შესაძლებელია დროებითი ფუნქცია-მოვალეობის დაკისრებისას გათავისუფლდეს ძირითადი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან.

3.მოსამსახურეს უფლება აქვს უარი განაცხადოს დროებითი ფუნქცია-მოვალეობის შესრულებაზე, თუ მათი შესრულება მოითხოვს უფრო მაღალ კვალიფიკაციასა ან/და სხვა პროფესიულ მომზადებას ან შეუძლებელია ამ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც, სათანადო აუცილებლობის შემთხვევაში, დასტურდება შესაბამისი სამედიცინო ცნობით.

4.მოსამსახურისათვის დროებითი ფუნქცია-მოვალეობის დაკისრება შესაძლებელია არაუმეტეს 1 წლისა. დროებითი ფუნქცია-მოვალეობის შესრულება 1 თვეზე მეტი ვადით შეიძლება იმ მოსამსახურის თანხმობით, რომელმაც უნდა შეასრულოს ეს მოვალეობა.

5.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსამსახურეს, რომელსაც ძირითად სამსახურებრივ მოვალეობასთან შეთავსებით დამატებით ეკისრება დროებითი ფუნქცია-მოვალეობის შესრულება, ან რომელიც გათავისუფლდა ძირითადი მოვალეობის შესრულებისგან და ახორციელებს მხოლოდ დროებით ფუნქცია-მოვალეობას, ეძლევა დროებით არმყოფი მოსამსახურისთვის/შესაბამისი ვაკანტური თანამდებობისთვის დადგენილი თანამდებობრივი სარგო იმ შემთხვევაში, თუ უკანასკნელი აღემატება მის თანამდებობრივ სარგოს, ხოლო თუ სამსახურში არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო ნაკლებია შემცვლელი მოსამსახურის თანამდებობრივ სარგოზე – უნარჩუნდება თავისივე სარგო. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 14.12.2021წ. თავი V საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მიღება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
657³52106⁵49107181725⁴8⁶455817
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მთავრობის …კოლხეთის დაცული ტერიტო…საქართველოს ზოგადი ადმ…ეროვნული კინემატოგრაფი…საქართველოს სახელმწიფო…ნავთობისა და გაზის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №20 · ბოლოს შემოწმდა