ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურე (შემდგომში – მოსამსახურე) – სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირი, საჯარო მოსამსახურე, სამოქალაქო პირი და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი; ბ) სამოქალაქო უსაფრთხოების სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირი (შემდგომ – სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირი) – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში დასაქმებული მოსამსახურე, რომელსაც კანონითა და ამ წესის შესაბამისად მინიჭებული აქვს სამოქალაქო უსაფრთხოების სახელმწიფო სპეციალური წოდება და დადებული აქვს ფიცი; გ) საჯარო მოსამსახურე – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დასაქმებული სახელმწიფო სპეციალური წოდების არმქონე მოსამსახურე; დ) სამოქალაქო პირი – სააგენტოში დასაქმებული სახელმწიფო სპეციალური წოდების არმქონე პირი, რომელიც ინიშნება შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე; ე) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად, მათ შორის, მეხანძრე-მაშველის ფუნქციის შესასრულებლად, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული პირი; ვ) სტაჟიორი – პირი, რომელიც „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 11 დეკემბრის №99 ბრძანების საფუძველზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში გადის სტაჟირებას. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 18 სექტემბრის ბრძანება №133 - ვებგვერდი, 21.09.2020წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 2 აპრილის ბრძანება №27 - ვებგვერდი, 03.04.2024წ.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
რედაქცია №20 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

