საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 22. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე - მაშველთა საშტატო ნუსხით განსაზღვრულ თანამდებობაზე დანიშვნის / მიღების გაფორმება

რედაქცია №20 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობის საშტატო ნუსხით განსაზღვრულ თანამდებობაზე დანიშვნა/მიღება ფორმდება მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებს და დამატებით უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) თანამდებობაზე დასანიშნი პირის სახელს, გვარსა და პირად ნომერს; ბ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმ დანაყოფის დასახელებას, რომელშიც პირი თანამდებობაზე ინიშნება/მიიღება; გ) თანამდებობის დასახელებას; დ) თანამდებობაზე დანიშვნის თარიღს; ე) გამოსაცდელ ვადას, თუ პირი თანამდებობაზე ინიშნება გამოსაცდელი ვადით.

3.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა საშტატო ნუსხით განსაზღვრულ თანამდებობაზე მოსამსახურის დანიშვნის/მიღების ან გათავისუფლების/დათხოვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიძლება გამოიცეს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით, რომელსაც აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს. აღნიშნული წესით გამოცემული აქტი მოსამსახურისათვის ჩაბარებულად ითვლება მის მიერ უშუალოდ გაცნობის ან აქტის ფოსტის მეშვეობით გაგზავნის შემთხვევაში მისამართზე ჩაბარების მომენტიდან.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
657³52106⁵49107181725⁴8⁶455822
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მთავრობის …კოლხეთის დაცული ტერიტო…საქართველოს ზოგადი ადმ…ეროვნული კინემატოგრაფი…საქართველოს სახელმწიფო…ნავთობისა და გაზის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №20 · ბოლოს შემოწმდა