საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 23. პროფესიული მომზადება

რედაქცია №20 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მეხანძრე-მაშველი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გადის შესაბამის სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას, სპეციალური მომზადების/გადამზადების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების კურსს/პროგრამას.

2.მოსამსახურემ, რომლის ფუნქციები და მოვალეობები საგანგებო სიტუაციის მართვაში უშუალო მონაწილეობას ითვალისწინებს, სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით შესაძლოა გაიაროს სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, სპეციალური მომზადების/გადამზადების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების კურსი/პროგრამა.

3.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურეთა სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, სპეციალური მომზადების, გადამზადების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების კურსის/პროგრამის გავლის წესი განისაზღვრება მინისტრის შესაბამისი ბრძანებით. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 3 ივლისის ბრძანება №57 - ვებგვერდი, 03.07.2019წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
657³52106⁵49107181725⁴8⁶455823
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მთავრობის …კოლხეთის დაცული ტერიტო…საქართველოს ზოგადი ადმ…ეროვნული კინემატოგრაფი…საქართველოს სახელმწიფო…ნავთობისა და გაზის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №20 · ბოლოს შემოწმდა