საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 25. თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის შემცვლელად დანიშვნა

რედაქცია №20 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სამსახურის სისტემაში, ინიციატორი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მოტივირებული პატაკის საფუძველზე და მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანებით, თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის შემცვლელად დანიშვნა, სპეციალური კონკურსისა და გამოსაცდელი ვადის გარეშე, ხორციელდება გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც მოსამსახურის არყოფნა გამოიწვევს დაწესებულების ნორმალური საქმიანობის გართულებას.

2.თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის შემცვლელად პირი ინიშნება განსაზღვრული ვადით. აღნიშნული ვადა ითვლება სამსახურის სტაჟში.

3.თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის შემცვლელად დანიშნულ პირს ეძლევა დროებით არმყოფი მოსამსახურისთვის დადგენილი თანამდებობრივი სარგო.

4.თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის შემცვლელად დანიშნულ პირს არ ენიჭება სახელმწიფო სპეციალური წოდება.

5.თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის შემცვლელად დანიშნულ პირებზე არ ვრცელდება ამ წესის 35-ე მუხლის მოთხოვნები.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
657³52106⁵49107181725⁴8⁶455825
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მთავრობის …კოლხეთის დაცული ტერიტო…საქართველოს ზოგადი ადმ…ეროვნული კინემატოგრაფი…საქართველოს სახელმწიფო…ნავთობისა და გაზის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №20 · ბოლოს შემოწმდა