საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 24. გამოსაცდელი ვადა

რედაქცია №20 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სპეციალურ კონკურსში გამარჯვებული პირი, ასევე საჯარო მოსამსახურე, სამოქალაქო პირი შეიძლება დაინიშნოს არაუმეტეს 6 თვის გამოსაცდელი ვადით, გარდა თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის შემცვლელად დანიშნული პირისა. 1 ​1 . სამინისტროს/სამსახურის ყოფილი მოსამსახურე გამოსაცდელი ვადით დანიშვნამდე შესაბამისი მოთხოვნით მოწმდება სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში შესაძლო ხელშემშლელი მასალების არსებობის ფაქტზე.

2.გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, უშუალო ხელმძღვანელი ამოწმებს გამოსაცდელი ვადით მიღებული პირის პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პიროვნული თვისებების დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობას.

3.სამსახურებრივი უფლებამოსილების ნებისმიერი საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში ჩერდება პირის გამოსაცდელი ვადის დინება. გამოსაცდელი ვადა ითვლება სამსახურის სტაჟში.

4.დაუშვებელია გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირის: ა) თანამდებობრივი გადაადგილება (გარდა საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიების დროს), აგრეთვე, მისთვის მოვალეობის შესრულების დაკისრება; ბ) კადრების განკარგულებაში აყვანა.

4¹.გამოსაცდელი ვადის დასრულებამდე გამოსაცდელი ვადით მიღებული მეხანძრე-მაშველი გადის საბაზისო სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

5.გამოსაცდელი ვადის დასრულებამდე გამოსაცდელი ვადით მიღებული პირის უშუალო ხელმძღვანელი ადგენს გამოსაცდელი ვადის შედეგების შეფასების აქტს, რომელიც დგება წერილობითი ფორმით და დაერთვება მოსამსახურის პირად საქმეს. გამოსაცდელი ვადის გასვლისა და არადამაკმაყოფილებელი შედეგების, აგრეთვე შემოწმების უარყოფითი შედეგების გამო პირი შესაბამისი სამართლებრივი აქტით თავისუფლდება თანამდებობიდან, ხოლო დადებითი შედეგის შემთხვევაში გამოიცემა სამართლებრივი აქტი მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ. 5 ​1 . გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირი, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული წესით თანამდებობაზე მიღებამდე, შესაბამისი მოთხოვნით მოწმდება სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში შესაძლო ხელშემშლელი მასალების არსებობის ფაქტზე.

6.გამოსაცდელი ვადით დანიშნულ მეხანძრე-მაშველზე გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ვრცელდება „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე და 66-ე მუხლებით გათვალისწინებული სოციალური დაცვის გარანტიები. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 აპრილის ბრძანება №26 - ვებგვერდი, 01.04.2019წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 3 ივლისის ბრძანება №57 - ვებგვერდი, 03.07.2019წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №64 - ვებგვერდი, 24.08.2023წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
657³52106⁵49107181725⁴8⁶455824
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მთავრობის …კოლხეთის დაცული ტერიტო…საქართველოს ზოგადი ადმ…ეროვნული კინემატოგრაფი…საქართველოს სახელმწიფო…ნავთობისა და გაზის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №20 · ბოლოს შემოწმდა