1.სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკია: ა) უმცროსი და საშუალო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებისთვის – 55 წელი; ბ) უფროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებისთვის – 60 წელი; გ) უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებისთვის – 65 წელი.
2.სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, შესაბამისი სამედიცინო ცნობის/დასკვნის არსებობისას, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს, საკუთარი სურვილით, სამსახურის უფროსის თანხმობით, შეიძლება გაუგრძელდეს სამსახურის ვადა ზღვრულ ასაკს ზევით 5 წლამდე ვადით. თავი VII მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის დროებით შეჩერება

