საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 36. სამსახურებრივი ურთიერთობების დროებით შეჩერება

რედაქცია №20 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის დროებით შეჩერება ნიშნავს მოსამსახურის (გარდა შრომით ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა) დროებით გათავისუფლებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან.

2.მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობები დროებით ჩერდება: ა) მოსამსახურის წერილობითი განცხადების (პატაკის) საფუძველზე, თუ ამის წინააღმდეგი არ არის მისი ხელმძღვანელი (არაუმეტეს წელიწადში 5 დღისა); ბ) შვებულების დროს; გ) მისი კანდიდატად წამოყენებისას საპრეზიდენტო, უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი; დ) დროებითი შრომისუუნარობის დროს, რაც დასტურდება შესაბამისი საავადმყოფო ფურცლის საფუძველზე (ამ შემთხვევაში შესაბამისი წინასწარი შეტყობინების ვალდებულება ეკისრება მოსამსახურეს); დ 1 ) ამ წესის 63 1 მუხლის შესაბამისად, მოსამსახურის ფსიქიატრიული ექსპერტიზის (სტაციონარული) დასკვნის წარმოდგენამდე; ე) დისციპლინური წარმოებისას, მოსამსახურის სამსახურიდან დროებით ჩამოშორების შემთხვევაში; ვ) თანამდებობიდან დროებით გადაყენების შემთხვევაში; ზ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში ან კრიზისულ ცენტრში მოსამსახურის მოთავსებისას, თუ მოსამსახურეს აღარ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება, მაგრამ წელიწადში არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა (ამ შემთხვევაში შეტყობინების ვალდებულება ეკისრება მოსამსახურეს); თ) მოსამსახურისთვის სხვა ფუნქცია-მოვალეობების დროებით დაკისრებისას, როდესაც ხდება მისი ძირითადი ფუნქციების შესრულებისაგან გათავისუფლება; თ 1 ) მოსამსახურისათვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ მსმენელის სტატუსის შეჩერებისას; ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.

3.მოსამსახურეს, რომელიც სამსახურში გამოცხადდება ნასვამ მდგომარეობაში, სამსახურებრივი ურთიერთობიდან ჩამოაშორებს უშუალო უფროსი. მას არ ეძლევა ხელფასი სამსახურიდან ჩამოშორების მთელ პერიოდში.

4.მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის დროებითი შეჩერება ამ მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში ფორმდება მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანებით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

5.სამსახურებრივი ურთიერთობის დროებითი შეჩერების პერიოდში, მოსამსახურეს უნარჩუნდება თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილი განაკვეთი (სარგო) აგრეთვე დანამატი, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებით და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 3 ივლისის ბრძანება №57 - ვებგვერდი, 03.07.2019წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 6 მაისის ბრძანება №48 - ვებგვერდი, 10.05.2022 წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
657³52106⁵49107181725⁴8⁶455836
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მთავრობის …კოლხეთის დაცული ტერიტო…საქართველოს ზოგადი ადმ…ეროვნული კინემატოგრაფი…საქართველოს სახელმწიფო…ნავთობისა და გაზის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №20 · ბოლოს შემოწმდა