1.სამსახურის ვადის გასვლასთან დაკავშირებით სამსახურიდან თავისუფლდება ან/და დაითხოვება მოსამსახურე, რომელიც სამსახურში მიღებული იყო გარკვეული ვადით.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამსახურებრივი ურთიერთობა წყდება სამსახურის ვადის გასვლის მეორე დღეს.
3.სამსახურში გარკვეული ვადით მიღებული მოსამსახურე არ თავისუფლდება ან/და არ დაითხოვება სამსახურიდან, თუ მას სამსახურის ვადის გასვლამდე გაუგრძელდა შრომითი ხელშეკრულება ან ახალი ვადით დაინიშნა იმავე ან სხვა თანამდებობაზე. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 6 მაისის ბრძანება №48 - ვებგვერდი, 10.05.2022 წ.

