საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 55. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების / დათხოვნის სამართლებრივი შედეგები

რედაქცია №20 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მოსამსახურე თანამდებობიდან უკანონო გათავისუფლების ან/და სამსახურიდან უკანონო დათხოვნის, აგრეთვე, თანამდებობიდან უკანონოდ დაქვეითების შემთხვევაში, ექვემდებარება თანამდებობაზე აღდგენას და ეძლევა იძულებით განაცდური.

2.სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე წოდების უკანონოდ ჩამორთმევის შემთხვევაში ექვემდებარება თანამდებობაზე აღდგენას, ეძლევა იძულებით განაცდური და უბრუნდება ჩამორთმეული წოდება.

3.წოდებისა და თანამდებობაზე აღდგენის საფუძველია სამსახურებრივი შემოწმების დასკვნა ან/და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება.

4.მოსამსახურის სამსახურში აღდგენა ხორციელდება ადრე დაკავებულ თანამდებობაზე, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – მის ტოლფას თანამდებობაზე.

5.აღდგენილ მოსამსახურეებს სამსახურის უწყვეტ სტაჟში ჩაეთვლებათ გათავისუფლების/დათხოვნის ბრძანებაში მითითებული გათავისუფლების/დათხოვნის თარიღიდან აღდგენამდე განვლილი პერიოდი.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
657³52106⁵49107181725⁴8⁶455855
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მთავრობის …კოლხეთის დაცული ტერიტო…საქართველოს ზოგადი ადმ…ეროვნული კინემატოგრაფი…საქართველოს სახელმწიფო…ნავთობისა და გაზის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №20 · ბოლოს შემოწმდა