საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 63¹. მოსამსახურის ფსიქიატრიული ექსპერტიზა ( სტაციონარული )

რედაქცია №20 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მოსამსახურის ფსიქიატრიული ექსპერტიზა (სტაციონარული) შეიძლება ჩატარდეს მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილისთვის სამსახურის უფროსის დასაბუთებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე, რომელსაც პატაკით მიმართავს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი ან სააგენტოს უფროსი, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობას.

2.სამინისტროს გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი) კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის მოსამსახურის ფსიქიატრიული ექსპერტიზის (სტაციონარული) ჩატარების მოთხოვნის საფუძვლიანობას, რის შემდეგაც იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) მოსამსახურის ფსიქიატრიული ექსპერტიზის (სტაციონარული) ჩატარების მოთხოვნა საფუძვლიანია და წერილობით მიმართავს სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს; ბ) მოსამსახურის ფსიქიატრიული ექსპერტიზის (სტაციონარული) ჩატარების მოთხოვნა უსაფუძვლოა.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამსახურეს ფსიქიატრიული ექსპერტიზის (სტაციონარული) დასკვნის წარმოდგენამდე სამსახურებრივი ურთიერთობები დროებით შეუჩერდება.

4.ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) მიმართვის საფუძველზე, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფლებამოსილი სპეციალური კომისია ერთი კვირის ვადაში აფასებს მოსამსახურის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობას და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) მოსამსახურის ფსიქიატრიული ექსპერტიზის (სტაციონარული) ჩატარების საჭიროების შესახებ; ბ) მოსამსახურის ფსიქიატრიული ექსპერტიზის (სტაციონარული) ჩატარების საჭიროების არარსებობის შესახებ.

5.ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამსახურე ვალდებულია ერთი კვირის ვადაში ფსიქიატრიული ექსპერტიზის (სტაციონარული) ჩატარების მიზნით მიმართოს ბიუროს, რომლის დასკვნასაც წარუდგენს სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს.

6.თუ მოსამსახურე ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეფასების მიზნით არ გამოცხადდება ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფლებამოსილ სპეციალურ კომისიაში ან ფსიქიატრიული ექსპერტიზის (სტაციონარული) ჩატარების მიზნით დადგენილ ვადაში არ მიმართავს ბიუროს ან უარს აცხადებს ბიუროსთვის მიმართვაზე, იგი თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.

7.თუ ფსიქიატრიული ექსპერტიზის (სტაციონარული) დასკვნით დადგინდა, რომ მოსამსახურის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობას, იგი თავისუფლდება თანამდებობიდან, რაც აგრეთვე ეცნობება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს.

8.მოსამსახურის ფსიქიატრიული ექსპერტიზის (სტაციონარული) ჩატარების ხარჯებს ანაზღაურებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 6 მაისის ბრძანება №48 - ვებგვერდი, 10.05.2022 წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №64 - ვებგვერდი, 24.08.2023წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
657³52106⁵49107181725⁴8⁶455863¹
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მთავრობის …კოლხეთის დაცული ტერიტო…საქართველოს ზოგადი ადმ…ეროვნული კინემატოგრაფი…საქართველოს სახელმწიფო…ნავთობისა და გაზის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №20 · ბოლოს შემოწმდა