სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ

მუხლი 4

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საჯარო დაწესებულების სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს დეპარტამენტთან შეთანხმების მიზნით საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი, ხოლო მუნიციპალიტეტის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს დეპარტამენტთან შეთანხმების მიზნით − მუნიციპალიტეტის მერი წერილობით მიმართავს დეპარტამენტს.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი მიმართვა უნდა შეიცავდეს: ა) შესაბამისი საჯარო დაწესებულების სრულ სახელწოდებას, ხოლო თუ იგი სხვა დაწესებულების სისტემაში შემავალი საჯარო დაწესებულებაა, − აგრეთვე ამ დაწესებულების სრულ სახელწოდებას; ბ) დეპარტამენტისთვის მიმართვის საფუძველს; გ) სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს გამოსახულების პროექტს; დ) სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს აღწერილობას.

3.დეპარტამენტი უფლებამოსილია საჯარო დაწესებულებას დამატებითი დასაბუთება მოსთხოვოს. საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს გამოსახულების პროექტის განხილვაში და მისი განხილვისას დეპარტამენტს საკუთარი ინიციატივით წარუდგინოს  დამატებითი მონაცემები.

4.დეპარტამენტი შესათანხმებლად წარდგენილ სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს აფასებს ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად.

5.დეპარტამენტი წარდგენილი პროექტის შეთანხმების შესახებ დასკვნას გასცემს ამ პროექტის წარდგენიდან 1 თვეში. თუ დეპარტამენტი ამ ვადაში დასკვნას არ გასცემს, აღნიშნული პროექტი შეთანხმებულად ითვლება. პროექტის შეთანხმების შემდეგ ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ხელმძღვანელი პირი ან ორგანო უფლებამოსილია დაამტკიცოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო.

6.საჯარო დაწესებულების მოქმედი სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს ცვლილება დეპარტამენტთან თანხმდება ამ მუხლის პირველი−მე-5 პუნქტებით დადგენილი წესით. ამასთანავე, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესრულების გარდა, წარდგენილი უნდა იქნეს აღნიშნული ცვლილების დასაბუთება. საქართველოს 2025  წლის 6 თებევლის კანონი №269 - ვებგვერდი, 06.02.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საჯარო დაწესებულების სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს დეპარტამენტთან შეთანხმების მიზნით საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი, ხოლო მუნიციპალიტეტის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს დეპარტამენტთან შეთანხმების მიზნით − მუნიციპალიტეტის მერი წერილობით მიმართავს დეპარტამენტს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი მიმართვა უნდა შეიცავდეს: ა) შესაბამისი საჯარო დაწესებულების სრულ სახელწოდებას, ხოლო თუ იგი სხვა დაწესებულების სისტემაში შემავალი საჯარო დაწესებულებაა, − აგრეთვე ამ დაწესებულების სრულ სახელწოდებას; ბ) დეპარტამენტისთვის მიმართვის საფუძველს; გ) სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს გამოსახულების პროექტს; დ) სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს აღწერილობას. 3. დეპარტამენტი უფლებამოსილია საჯარო დაწესებულებას დამატებითი დასაბუთება მოსთხოვოს. საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს გამოსახულების პროექტის განხილვაში და მისი განხილვისას დეპარტამენტს საკუთარი ინიციატივით წარუდგინოს  დამატებითი მონაცემები. 4. დეპარტამენტი შესათანხმებლად წარდგენილ სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს აფასებს ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად. 5. დეპარტამენტი წარდგენილი პროექტის შეთანხმების შესახებ დასკვნას გასცემს ამ პროექტის წარდგენიდან 1 თვეში. თუ დეპარტამენტი ამ ვადაში დასკვნას არ გასცემს, აღნიშნული პროექტი შეთანხმებულად ითვლება. პროექტის შეთანხმების შემდეგ ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ხელმძღვანელი პირი ან ორგანო უფლებამოსილია დაამტკიცოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო. 6. საჯარო დაწესებულების მოქმედი სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს ცვლილება დეპარტამენტთან თანხმდება ამ მუხლის პირველი−მე-5 პუნქტებით დადგენილი წესით. ამასთანავე, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესრულების გარდა, წარდგენილი უნდა იქნეს აღნიშნული ცვლილების დასაბუთება. საქართველოს 2025  წლის 6 თებევლის კანონი №269 - ვებგვერდი, 06.02.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №8 · ძალაშია 1 აგვ. 2025-დან

ტექსტი იტვირთება…

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 24 დეკ. 2021 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
781382412112317²17¹3784
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო მნიშვნელობი…ადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს სახელმწიფო…საქართველოს საბიუჯეტო …სახელმწიფო ენის შესახე…კონკურენციის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა