საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ

მუხლი 17¹. საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტის სტატუსი

რედაქცია №7 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილ ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებსა და სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოებთან დაკავშირებული საკითხების რეგულირებას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტი (შემდგომ − დეპარტამენტი). დეპარტამენტზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება.

2.დეპარტამენტის უფლებამოსილებები და ძირითადი ფუნქციები განისაზღვრება ამ კანონითა და დეპარტამენტის დებულებით, ხოლო მისი სტრუქტურა − დეპარტამენტის დებულებით. დეპარტამენტის დებულებასა და საშტატო ნუსხას დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

3.დეპარტამენტის თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

4.დეპარტამენტის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა.

5.დეპარტამენტი ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. საქართველოს 2020 წლის 19 თებერვლის კანონი №5724 – ვებგვერდი, 24.02.2020წ. საქართველოს 2025  წლის 6 თებევლის კანონი №268 - ვებგვერდი, 06.02.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილ ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებსა და სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოებთან დაკავშირებული საკითხების რეგულირებას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტი (შემდგომ − დეპარტამენტი). დეპარტამენტზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება. 2. დეპარტამენტის უფლებამოსილებები და ძირითადი ფუნქციები განისაზღვრება ამ კანონითა და დეპარტამენტის დებულებით, ხოლო მისი სტრუქტურა − დეპარტამენტის დებულებით. დეპარტამენტის დებულებასა და საშტატო ნუსხას დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 3. დეპარტამენტის თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 4. დეპარტამენტის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა. 5. დეპარტამენტი ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. საქართველოს 2020 წლის 19 თებერვლის კანონი №5724 – ვებგვერდი, 24.02.2020წ. საქართველოს 2025  წლის 6 თებევლის კანონი №268 - ვებგვერდი, 06.02.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 1 ივლ. 2025-დან

ტექსტი იტვირთება…

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 24 თებ. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
27²282362²117²134517¹
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სახელმწიფო…სახელმწიფო მნიშვნელობი…შემოსავლების სამსახური…ადგილობრივი თვითმმართვ…სახელმწიფო ენის შესახე…საქართველოს სახელმწიფო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №7 · ბოლოს შემოწმდა