Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს პარლამენტის რეგლამენტიმუხლი 149

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 149. ინტერპელაცია

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910111213141516

1.პარლამენტის მორიგი სესიის მიმდინარეობისას მორიგი სხდომების კვირის სამშაბათს, ოთხშაბათს ან/და ხუთშაბათს ამ მუხლის შესაბამისად იმართება ინტერპელაცია, თუ ეს დღე დეკემბრის რომელიმე დღეს ან პარლამენტის წინაშე საქართველოს პრემიერმინისტრის ყოველწლიური მოხსენებით წარდგომის კვირის რომელიმე დღეს არ ემთხვევა. პარლამენტის მორიგი სესიის მიმდინარეობისას თვის ბოლო მორიგი სხდომების კვირის სამშაბათს, ოთხშაბათს ან ხუთშაბათს ამ მუხლის შესაბამისად იმართება საქართველოს პრემიერმინისტრის ინტერპელაცია, თუ ეს დღე დეკემბრის ან ივნისის რომელიმე დღეს არ ემთხვევა. ერთი და იგივე სუბიექტი პარლამენტის წინაშე ინტერპელაციის წესით 1 თვის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ წარდგება.

2.ინტერპელაცია ვრცელდება საქართველოს მთავრობაზე, საქართველოს მთავრობის წევრზე, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოზე. ინტერპელაცია იმართება წერილობითი და ზეპირი შეკითხვების დასმის პროცედურით. ინტერპელაციის წესით შეკითხვის დასმის უფლება აქვს ფრაქციას, პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს. შეკითხვის ადრესატი ვალდებულია შეკითხვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უპასუხოს. შეკითხვაზე პასუხის წერილობით წარდგენა სავალდებულო არ არის.

3.პარლამენტის წინაშე ინტერპელაციის წესით წარდგება ის სუბიექტი, რომლის მიმართაც ინტერპელაციის წესით წერილობითი შეკითხვა დაისვა არაუგვიანეს პარლამენტის მორიგი სხდომების კვირის წინა კვირის ოთხშაბათისა. ამ შეკითხვის შინაარსი უნდა იყოს კონკრეტული და უნდა ეხებოდეს შეკითხვის ადრესატის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ საკითხს. აღნიშნული შეკითხვა ჰბარდება პარლამენტის თავმჯდომარეს. პარლამენტის თავმჯდომარე მას გადასცემს შეკითხვის ადრესატს არაუგვიანეს პარლამენტის მორიგი სხდომების კვირის წინა კვირის ხუთშაბათისა. წერილობითი შეკითხვის ავტორს უფლება აქვს, ეს შეკითხვა ნებისმიერ დროს გაითხოვოს. ამ შემთხვევაში აღნიშნულ შეკითხვაზე საპასუხოდ მისი ადრესატი პარლამენტის წინაშე ინტერპელაციის წესით აღარ წარდგება.

4.ინტერპელაციის გამართვის დროს წერილობითი შეკითხვის ავტორსა და ადრესატთან კონსულტაციის საფუძველზე განსაზღვრავს პარლამენტის ბიურო. 1 დღის განმავლობაში გამართული ყველა ინტერპელაციის პროცედურის საერთო ხანგრძლივობა 3 საათს არ უნდა აღემატებოდეს. ეს დრო შეიძლება გახანგრძლივდეს მიმდინარე ინტერპელაციის პროცედურის დასრულებამდე, თუ ამას ღია კენჭისყრით (ხელის აწევით) მხარს დაუჭერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრე პარლამენტის წევრთა უმრავლესობა. თუ ივარაუდება, რომ ინტერპელაციის წესით დასმული შეკითხვების რაოდენობის გამო ამ პუნქტით გათვალისწინებული 3-საათიანი ვადის დაცვა შეუძლებელია, პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია შეამციროს ამ მუხლით განსაზღვრული დრო და დაადგინოს სხვა განრიგი ან შეკითხვების ნაწილზე საპასუხოდ ინტერპელაციის პროცედურა ინტერპელაციის სხვა დღეს გადაიტანოს.

5.(ამოღებულია - 10.06.2026, №1683).

6.(ამოღებულია - 10.06.2026, №1683).

7.(ამოღებულია - 10.06.2026, №1683).

8.(ამოღებულია - 10.06.2026, №1683).

9.(ამოღებულია - 10.06.2026, №1683).

10.(ამოღებულია - 10.06.2026, №1683).

11.პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავდაპირველად შეკითხვის ავტორს ეძლევა 5 წუთი, ხოლო შემდეგ შეკითხვის ადრესატს – 10 წუთი, რომელიც შეიძლება გააგრძელოს პლენარული სხდომის თავმჯდომარემ. შეკითხვის ერთი ადრესატის მიმართ რამდენიმე შეკითხვის არსებობისას შეკითხვები ინტერპელაციის ერთ პროცედურაში ერთიანდება. ამ შემთხვევაში შეკითხვის ადრესატი შეკითხვებს ყველა შეკითხვის დასმის შემდეგ უპასუხებს.

12.შეკითხვის ავტორს უფლება აქვს, შეკითხვის ადრესატს დამაზუსტებელი კითხვით მიმართოს ერთხელ, არაუმეტეს 2 წუთით. ყველა დამაზუსტებელი კითხვის დასმის შემდეგ შეკითხვის ადრესატს პასუხის დაზუსტებისთვის ეძლევა 5 წუთი, რომელიც შეიძლება გააგრძელოს პლენარული სხდომის თავმჯდომარემ.

13.ინტერპელაციის წესით წინასწარ წერილობით დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ თითოეულ ფრაქციას ან პარლამენტის წევრთა შვიდკაციან ჯგუფს ეძლევა უფლება, დასვას არაუმეტეს 2 ზეპირი შეკითხვა, რომლებიც შეიძლება არ იყოს დაკავშირებული წერილობითი შეკითხვების თემატიკასთან, თუმცა უნდა შეეხებოდეს ადრესატის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ საკითხს.

14.ერთი ზეპირი შეკითხვის დასასმელად შეკითხვის ავტორს ეძლევა 2 წუთი. ადრესატი შეკითხვებს ყველა შეკითხვის დასმის შემდეგ უპასუხებს. ზეპირ შეკითხვაზე პასუხის მოსამზადებლად ცხადდება შესვენება 15 წუთით. თუ ადრესატს არ სურს შესვენებით სარგებლობა, შესვენება არ ცხადდება. ადრესატს ყველა შეკითხვაზე პასუხის გასაცემად ეძლევა 10 წუთი, რომელიც შეიძლება გააგრძელოს პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარემ.

15.ზეპირ შეკითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ დებატებისთვის თითოეულ ფრაქციას ეძლევა 10 წუთი, ხოლო პარლამენტის ყოველ უფრაქციო წევრს − 1 წუთი. თავდაპირველად სიტყვით გამოდიან უფრაქციო პარლამენტის წევრები, ხოლო შემდეგ − ფრაქციების წევრთა რაოდენობის ზრდადობის მიხედვით ფრაქციათა წარმომადგენლები. ფრაქცია მისთვის გამოყოფილი დროის ფარგლებში განსაზღვრავს გამომსვლელთა რაოდენობას. გამომსვლელისთვის გამოყოფილი დროის გაზრდა დაუშვებელია. დებატების შემდეგ შეკითხვის ადრესატს ეძლევა 5 წუთი დასკვნითი გამოსვლისთვის.

16.ინტერპელაციის წესით დასმული შეკითხვა მომდევნო მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ გათხოვილად ჩაითვლება. საქართველოს პარლამენტის 2026 წლის 10 ივნისის რეგლამენტი №1683 – ვებგვერდი, 12.06.2026წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პარლამენტის მორიგი სესიის მიმდინარეობისას მორიგი სხდომების კვირის სამშაბათს, ოთხშაბათს ან/და ხუთშაბათს ამ მუხლის შესაბამისად იმართება ინტერპელაცია, თუ ეს დღე დეკემბრის რომელიმე დღეს ან პარლამენტის წინაშე საქართველოს პრემიერმინისტრის ყოველწლიური მოხსენებით წარდგომის კვირის რომელიმე დღეს არ ემთხვევა. პარლამენტის მორიგი სესიის მიმდინარეობისას თვის ბოლო მორიგი სხდომების კვირის სამშაბათს, ოთხშაბათს ან ხუთშაბათს ამ მუხლის შესაბამისად იმართება საქართველოს პრემიერმინისტრის ინტერპელაცია, თუ ეს დღე დეკემბრის ან ივნისის რომელიმე დღეს არ ემთხვევა. ერთი და იგივე სუბიექტი პარლამენტის წინაშე ინტერპელაციის წესით 1 თვის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ წარდგება. 2. ინტერპელაცია ვრცელდება საქართველოს მთავრობაზე, საქართველოს მთავრობის წევრზე, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოზე. ინტერპელაცია იმართება წერილობითი და ზეპირი შეკითხვების დასმის პროცედურით. ინტერპელაციის წესით შეკითხვის დასმის უფლება აქვს ფრაქციას, პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს. შეკითხვის ადრესატი ვალდებულია შეკითხვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უპასუხოს. შეკითხვაზე პასუხის წერილობით წარდგენა სავალდებულო არ არის. 3. პარლამენტის წინაშე ინტერპელაციის წესით წარდგება ის სუბიექტი, რომლის მიმართაც ინტერპელაციის წესით წერილობითი შეკითხვა დაისვა არაუგვიანეს პარლამენტის მორიგი სხდომების კვირის წინა კვირის ოთხშაბათისა. ამ შეკითხვის შინაარსი უნდა იყოს კონკრეტული და უნდა ეხებოდეს შეკითხვის ადრესატის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ საკითხს. აღნიშნული შეკითხვა ჰბარდება პარლამენტის თავმჯდომარეს. პარლამენტის თავმჯდომარე მას გადასცემს შეკითხვის ადრესატს არაუგვიანეს პარლამენტის მორიგი სხდომების კვირის წინა კვირის ხუთშაბათისა. წერილობითი შეკითხვის ავტორს უფლება აქვს, ეს შეკითხვა ნებისმიერ დროს გაითხოვოს. ამ შემთხვევაში აღნიშნულ შეკითხვაზე საპასუხოდ მისი ადრესატი პარლამენტის წინაშე ინტერპელაციის წესით აღარ წარდგება. 4. ინტერპელაციის გამართვის დროს წერილობითი შეკითხვის ავტორსა და ადრესატთან კონსულტაციის საფუძველზე განსაზღვრავს პარლამენტის ბიურო. 1 დღის განმავლობაში გამართული ყველა ინტერპელაციის პროცედურის საერთო ხანგრძლივობა 3 საათს არ უნდა აღემატებოდეს. ეს დრო შეიძლება გახანგრძლივდეს მიმდინარე ინტერპელაციის პროცედურის დასრულებამდე, თუ ამას ღია კენჭისყრით (ხელის აწევით) მხარს დაუჭერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრე პარლამენტის წევრთა უმრავლესობა. თუ ივარაუდება, რომ ინტერპელაციის წესით დასმული შეკითხვების რაოდენობის გამო ამ პუნქტით გათვალისწინებული 3-საათიანი ვადის დაცვა შეუძლებელია, პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია შეამციროს ამ მუხლით განსაზღვრული დრო და დაადგინოს სხვა განრიგი ან შეკითხვების ნაწილზე საპასუხოდ ინტერპელაციის პროცედურა ინტერპელაციის სხვა დღეს გადაიტანოს. 5.  (ამოღებულია - 10.06.2026, №1683). 6.  (ამოღებულია - 10.06.2026, №1683). 7.  (ამოღებულია - 10.06.2026, №1683). 8.  (ამოღებულია - 10.06.2026, №1683). 9.  (ამოღებულია - 10.06.2026, №1683). 10.  (ამოღებულია - 10.06.2026, №1683). 11. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავდაპირველად შეკითხვის ავტორს ეძლევა 5 წუთი, ხოლო შემდეგ შეკითხვის ადრესატს – 10 წუთი, რომელიც შეიძლება გააგრძელოს პლენარული სხდომის თავმჯდომარემ. შეკითხვის ერთი ადრესატის მიმართ რამდენიმე შეკითხვის არსებობისას შეკითხვები ინტერპელაციის ერთ პროცედურაში ერთიანდება. ამ შემთხვევაში შეკითხვის ადრესატი შეკითხვებს ყველა შეკითხვის დასმის შემდეგ უპასუხებს. 12. შეკითხვის ავტორს უფლება აქვს, შეკითხვის ადრესატს დამაზუსტებელი კითხვით მიმართოს ერთხელ, არაუმეტეს 2 წუთით. ყველა დამაზუსტებელი კითხვის დასმის შემდეგ შეკითხვის ადრესატს პასუხის დაზუსტებისთვის ეძლევა 5 წუთი, რომელიც შეიძლება გააგრძელოს პლენარული სხდომის თავმჯდომარემ. 13. ინტერპელაციის წესით წინასწარ წერილობით დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ თითოეულ ფრაქციას ან პარლამენტის წევრთა შვიდკაციან ჯგუფს ეძლევა უფლება, დასვას არაუმეტეს 2 ზეპირი შეკითხვა, რომლებიც შეიძლება არ იყოს დაკავშირებული წერილობითი შეკითხვების თემატიკასთან, თუმცა უნდა შეეხებოდეს ადრესატის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ საკითხს. 14. ერთი ზეპირი შეკითხვის დასასმელად შეკითხვის ავტორს ეძლევა 2 წუთი. ადრესატი შეკითხვებს ყველა შეკითხვის დასმის შემდეგ უპასუხებს. ზეპირ შეკითხვაზე პასუხის მოსამზადებლად ცხადდება შესვენება 15 წუთით. თუ ადრესატს არ სურს შესვენებით სარგებლობა, შესვენება არ ცხადდება. ადრესატს ყველა შეკითხვაზე პასუხის გასაცემად ეძლევა 10 წუთი, რომელიც შეიძლება გააგრძელოს პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარემ. 15. ზეპირ შეკითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ დებატებისთვის თითოეულ ფრაქციას ეძლევა 10 წუთი, ხოლო პარლამენტის ყოველ უფრაქციო წევრს − 1 წუთი. თავდაპირველად სიტყვით გამოდიან უფრაქციო პარლამენტის წევრები, ხოლო შემდეგ − ფრაქციების წევრთა რაოდენობის ზრდადობის მიხედვით ფრაქციათა წარმომადგენლები. ფრაქცია მისთვის გამოყოფილი დროის ფარგლებში განსაზღვრავს გამომსვლელთა რაოდენობას. გამომსვლელისთვის გამოყოფილი დროის გაზრდა დაუშვებელია. დებატების შემდეგ შეკითხვის ადრესატს ეძლევა 5 წუთი დასკვნითი გამოსვლისთვის. 16. ინტერპელაციის წესით დასმული შეკითხვა მომდევნო მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ გათხოვილად ჩაითვლება. საქართველოს პარლამენტის 2026 წლის 10 ივნისის რეგლამენტი №1683 – ვებგვერდი, 12.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №9 · ძალაშია 2 ივლ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 25 ივნ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 ივლ. 2026· გამოქვეყნდა 12 ივნ. 2026
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 148შემდეგი მუხლი 150

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №9

  • 1 ცვლილება · ბოლო 12 ივნ. 2026
  • 4 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 82პარლამენტის მორიგი სესიის ორკვირიანი ციკლი
  • 80პარლამენტის მორიგი და რიგგარეშე სესიები, რიგგარეშე სხდომა
  • 151საქართველოს პრემიერ-მინისტრის ანგარიში

საქართველოს კონსტიტუცია

  • 43პარლამენტის წევრის კითხვა და ინტერპელაცია
  • 44პარლამენტის სესია და სხდომა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 127ინტერპელაცია
  • 74მორიგი სესიის პლენარული სხდომა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 35

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 108ინტერპელაცია
  • 59მორიგი სესიის მუშაობის განრიგი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 34

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 122საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4344108593512774348280151122149
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …აფხაზეთის ავტონომიური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა 28 ოქტ. 2026