1.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ვალდებულია წელიწადში ერთხელ, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების ბოლო თვეში უმაღლეს საბჭოს წარუდგინოს წერილობითი ანგარიში მთავრობის საქმიანობის შესახებ. ანგარიში უმაღლეს საბჭოში წარმოდგენისთანავე უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტის მიერ გადაეცემა კომიტეტებს, ფრაქციებს და უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ წევრებს. ანგარიში ასევე ქვეყნდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.
2.მთავრობის თავმჯდომარის ანგარიშის წარდგენის ზუსტ დროს განსაზღვრავს უმაღლესი საბჭოს ბიურო მთავრობის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
3.უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ მთავრობის საქმიანობის შესახებ წარმოდგენილი ანგარიშის წარმოდგენის დასრულების შემდეგ, მისი განხილვა გრძელდება კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის პროცედურის შესაბამისად. განხილვის შემდეგ შეიძლება მიღებულ იქნეს რეზოლუცია, რეკომენდაცია ან სხვა დადგენილება.
