აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 7 (დანართი 1). აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 17 ივლ. 2020

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.უმაღლესი საბჭო ყოველწლიურად სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის შესახებ კანონს.

2.მხოლოდ მთავრობის თავმჯდომარეა უფლებამოსილი უმაღლეს საბჭოს წარუდგინოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის პროექტი. მთავრობის თავმჯდომარე მომდევნო საბიუჯეტო წლის ბიუჯეტის პროექტს უმაღლეს საბჭოს წარუდგენს საბიუჯეტო წლის დასრულებამდე არაუგვიანეს 2 თვისა. ბიუჯეტის კანონის პროექტთან ერთად უმაღლეს საბჭოს წარედგინება მთავრობის მოხსენება მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ. ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს მთავრობა უმაღლეს საბჭოს წარუდგენს საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს სამი თვისა.

3.მთავრობის თავმჯდომარის თანხმობის გარეშე დაუშვებელია ბიუჯეტის კანონის პროექტში ცვლილების შეტანა. მთავრობის თავმჯდომარეს შეუძლია მოსთხოვოს უმაღლეს საბჭოს დამატებითი ხარჯის გაღება, თუ მიუთითებს მისი დაფარვის წყაროს.

4.კანონპროექტი, რომელიც იწვევს მიმდინარე საბიუჯეტო წლის ბიუჯეტის ხარჯების ზრდას, შემოსავლების შემცირებას ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას, უმაღლესმა საბჭომ შეიძლება მიიღოს მხოლოდ მთავრობის თავმჯდომარის თანხმობის შემდეგ, ხოლო მომავალ საბიუჯეტო წელთან დაკავშირებული კანონპროექტი – მთავრობის თავმჯდომარის თანხმობით ან მთავრობის თავმჯდომარის მიერ უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენილი ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის ფარგლებში.

5.თუ უმაღლესმა საბჭომ არ მიიღო ბიუჯეტი ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე, ხარჯები დაიფარება კანონით დადგენილი წესით, წინა წლის ბიუჯეტის მიხედვით.

6.ბიუჯეტში უმაღლესი საბჭოსათვის განკუთვნილი მიმდინარე სახსრების შემცირება წინა წლის საბიუჯეტო სახსრების ოდენობასთან შედარებით შეიძლება მხოლოდ უმაღლესი საბჭოს წინასწარი თანხმობით.

7.ბიუჯეტის კანონს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-19 მუხლით დადგენილი წესით ხელს აწერს და აქვეყნებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.

8.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის შედგენისა და განხილვის წესი განისაზღვრება საქართველოს და აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის კანონმდებლობით. თავი III. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 24 მაი. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 20 ივნ. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
19 (დ…1021001059997121119117133027287 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს საბიუჯეტო …აფხაზეთის ავტონომიური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა