აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ

მუხლი 30. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვა და დამტკიცება

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 16 ივნ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.უმაღლესი  საბჭოს   პლენარულ   სხდომაზე - რესპუბლიკური  ბიუჯეტის  კანონის  პროექტსა  და მთავრობის მოხსენებას, მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ, წარადგენს (წარადგენენ) აჭარის   ავტონომიური    რესპუბლიკის    მთავრობის   თავმჯდომარე    ან/და   აჭარის   ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის  სხვა  წევრი  (წევრები),  აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  მთავრობის თავმჯდომარის   შესაბამისი  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი   აქტით  მიღებული   დავალებით. უმაღლესი  საბჭო  ასევე  ისმენს  საფინანსო-საბიუჯეტო  და  ეკონომიკურ  საკითხთა  კომიტეტის  და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის  მოხსენებებს.

2.ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე,  ამტკიცებს  ახალი საბიუჯეტო წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტს.

3.რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონი  ქვეყნდება კანონმდებლობით დადგენილი წესით და ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისათვის.

4.რესპუბლიკური ბიუჯეტის დამტკიცებიდან არაუგვიანეს 20 დღისა, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უგზავნის დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამის ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტს.

5.უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტი უნდა შეიცავდეს, არანაკლებ, ამ კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“–„ზ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
7 (და…10210099102971211241191328730
მითითებამნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს საბიუჯეტო …აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა