1.უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის პროექტის ფორმირებას და მთავრობისათვის წარდგენას უმაღლესი საბჭო უზრუნველყოფს, არაუგვიანეს საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე. უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის პროექტი მტკიცდება უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, დადგენილებით. უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის პროექტში უმაღლესი საბჭოსათვის გათვალისწინებული ასიგნებების ჯამური მოცულობის შემცირება შეიძლება მხოლოდ უმაღლესი საბჭოს წინასწარი თანხმობით.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში დადგენილების მიუღებლობის შემთხვევაში, მთავრობის თავმჯდომარის მიერ უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილი მორიგი წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტში უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის პროექტი განისაზღვრება უმაღლესი საბჭოსათვის მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების შესაბამისად.
3.უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის პროექტის ფორმირებას, საერთო ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის პროექტი ფორმირდება კომიტეტების, ფრაქციების, ხაზინადართა საბჭოსა და უმაღლესი საბჭოს აპარატის წინადადებების საფუძველზე და ეგზავნება საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტს.
4.უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის პროექტს, უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტის სახით, თავის დასკვნასთან ერთად არაუგვიანეს 1 ივნისისა საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტი განსახილველად გადასცემს უმაღლესი საბჭოს ბიუროს, რომელსაც დადგენილების პროექტი განსახილველად შეაქვს პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტში.
5.რესპუბლიკურ ბიუჯეტში უმაღლესი საბჭოსათვის გათვალისწინებული ასიგნებების ჯამური მოცულობის შემცირება წინა და მიმდინარე წლების შესაბამის მოცულობასთან შედარებით შეიძლება მხოლოდ უმაღლესი საბჭოს წინასწარი თანხმობით – დადგენილებით.
6.უმაღლესი საბჭოსათვის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ჯამური მოცულობის შემცირების თაობაზე შესაბამის წინადადებებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დადგენილების პროექტის მომზადებისა და უმაღლესი საბჭოს ბიუროსათვის წარდგენის მიზნით უგზავნის საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტს. კომიტეტის მიერ მომზადებული დადგენილების პროექტი გადაეცემა უმაღლესი საბჭოს ბიუროს, რომელსაც დადგენილების პროექტი შეაქვს პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტში.
7.უმაღლესი საბჭოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს უმაღლესი საბჭოსათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი გადანაწილების პროცენტული ოდენობის მიხედვით – უმაღლესი საბჭოს ბიუროს გადაწყვეტილებით.
8.შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილებას უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის წარდგინების საფუძველზე იღებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
