აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

მუხლი 142. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დანიშვნაზე გენერალური აუდიტორისთვის თანხმობის მიცემა

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 30 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.უმაღლესი საბჭო, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დანიშვნაზე გენერალური აუდიტორისთვის თანხმობის მიცემის საკითხს, როგორც წესი, განიხილავს შესაბამისი კანდიდატურის უმაღლესი საბჭოსთვის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2.უმაღლესი საბჭოს ბიურო განსაზღვრავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირის დანიშვნაზე თანხმობის მიცემის საკითხის განმხილველ კომიტეტს.

3.უმაღლესი საბჭოს შესაბამისი კომიტეტი ადგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირის კანდიდატურის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობას. ამ მიზნით კანდიდატი ვალდებულია კომიტეტს სრულყოფილად მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, მისი ბიოგრაფიული ცნობები, შრომითი გამოცდილებისა და პროფესიული ცოდნის შესახებ ინფორმაცია, ასევე წარდგეს კომიტეტის წინაშე.

4.უმაღლესი საბჭოს შესაბამისი კომიტეტი სხდომაზე კანდიდატების მოსმენის შემდეგ შეიმუშავებს დასკვნას, რომელიც უნდა შეიცავდეს კომიტეტის რეკომენდაციას კანდიდატთან დაკავშირებით. კომიტეტის დასკვნა წარედგინება უმაღლესი საბჭოს ბიუროს.

5.უმაღლესი საბჭო დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა, თანხმობას აძლევს გენერალურ აუდიტორს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დანიშვნაზე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 17 ივლისის რეგლამენტი N40-რ.ს. - ვებგვერდი, 18.07.2025 წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. უმაღლესი საბჭო, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დანიშვნაზე გენერალური აუდიტორისთვის თანხმობის მიცემის საკითხს, როგორც წესი, განიხილავს შესაბამისი კანდიდატურის უმაღლესი საბჭოსთვის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. უმაღლესი საბჭოს ბიურო განსაზღვრავს ამ მუხლის პირველი პუნქტით   გათვალისწინებული თანამდებობის პირის დანიშვნაზე თანხმობის მიცემის საკითხის განმხილველ კომიტეტს. 3. უმაღლესი საბჭოს შესაბამისი კომიტეტი ადგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირის კანდიდატურის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობას. ამ მიზნით კანდიდატი ვალდებულია კომიტეტს სრულყოფილად მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, მისი ბიოგრაფიული ცნობები, შრომითი გამოცდილებისა და პროფესიული ცოდნის შესახებ ინფორმაცია, ასევე წარდგეს კომიტეტის წინაშე. 4. უმაღლესი საბჭოს შესაბამისი კომიტეტი სხდომაზე კანდიდატების მოსმენის შემდეგ შეიმუშავებს დასკვნას, რომელიც უნდა შეიცავდეს კომიტეტის რეკომენდაციას კანდიდატთან დაკავშირებით. კომიტეტის დასკვნა წარედგინება უმაღლესი საბჭოს ბიუროს. 5. უმაღლესი საბჭო დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა, თანხმობას აძლევს გენერალურ აუდიტორს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დანიშვნაზე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 17 ივლისის   რეგლამენტი N40-რ.ს. - ვებგვერდი, 18.07.2025 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №16 · ძალაშია 18 ივლ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
823 (დ…8 (და…12 (დ…341141634132131118142
მნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…სახელმწიფო აუდიტის სამ…აჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …მაუწყებლობის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა