Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტიმუხლი 141

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

მუხლი 141. უსკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის წესი

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 30 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.უმაღლესი საბჭო „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, 5 წლის ვადით ირჩევს უსკოს 7 წევრსა და თავმჯდომარეს.

2.უსკოს წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 30 დღისა, ხოლო უსკოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში – მისი უფლებამოსილების შეწყვეტის დღიდან არაუგვიანეს 15 დღისა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებას უსკოს წევრობის კანდიდატის/კანდიდატების შესარჩევი ღია კონკურსის ჩატარებისა და უსკოს წევრობის კანდიდატის/კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ. საკონკურსო კომისია შედგება არანაკლებ 5 და არაუმეტეს 7 წევრისგან, რომელთა შორის შეიძლება იყვნენ აკადემიური წრეების წარმომადგენლები. კონკურსში მონაწილეობის შესახებ განაცხადისა და სხვა შესაბამისი საკონკურსო დოკუმენტების წარდგენის ვადაა კონკურსის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 2 კვირისა. თუ აღნიშნული ვადები არჩევნების ჩატარების პერიოდს დაემთხვა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე კონკურსს აცხადებს არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან არაუგვიანეს 1 კვირისა. საკონკურსო კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის მიერ არჩეული თავმჯდომარე. საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით.

3.კონკურსში მონაწილეობის შესახებ განაცხადისა და სხვა შესაბამისი საკონკურსო დოკუმენტების წარდგენის ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 2 დღისა უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება კონკურსში მონაწილე პირთა სია ბიოგრაფიებთან ერთად. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია გაესაუბროს კონკურსში მონაწილე პირებს.

4.კონკურსში მონაწილეობის შესახებ განაცხადისა და სხვა შესაბამისი საკონკურსო დოკუმენტების წარდგენის ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 1 კვირისა საკონკურსო კომისია შეარჩევს და უმაღლესი საბჭოსათვის ასარჩევად წარდგენის მიზნით უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს წარუდგენს უსკოს წევრობის იმდენ კანდიდატს, უსკოს რამდენი წევრიც არის ასარჩევი. კონკურსში მონაწილე თითოეულ პირთან დაკავშირებით საკონკურსო კომისიის მიერ ჩატარებული კენჭისყრის შედეგები და საკონკურსო კომისიის წევრთა მიერ ამ პირის მხარდაჭერის ან მის მხარდაჭერაზე უარის თქმის მოტივაცია აისახება საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმში. ეს ოქმი საჯაროა.

5.უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მისთვის უსკოს წევრობის კანდიდატის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 კვირისა იღებს გადაწყვეტილებას ამ კანდიდატის უმაღლესი საბჭოსთვის ასარჩევად წარდგენის შესახებ ან მის უმაღლესი საბჭოსთვის ასარჩევად წარდგენაზე უარის თქმის თაობაზე. თუ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება უსკოს წევრობის კანდიდატის უმაღლესი საბჭოსთვის ასარჩევად წარდგენის შესახებ, მან შესაბამის წარდგინებაში უნდა მიუთითოს, აღნიშნულ კანდიდატს უსკოს რომელი ასარჩევი წევრის თანამდებობაზე წარადგენს. თუ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება უსკოს წევრობის კანდიდატის უმაღლესი საბჭოსთვის ასარჩევად წარდგენაზე უარის თქმის თაობაზე, იგი უსკოს შესაბამისი ასარჩევი წევრის თანამდებობაზე ამ მუხლით დადგენილი წესით ხელახალ კონკურსს აცხადებს, რის შემდეგაც სათანადო პროცედურები ხელახლა ტარდება.

6.უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მიერ უსკოს წევრობის კანდიდატის უმაღლესი საბჭოსთვის ასარჩევად წარდგენიდან, როგორც წესი, 2 კვირის ვადაში უმაღლესი საბჭო ირჩევს უსკოს წევრს. უსკოს წევრობის კანდიდატის საკითხს იხილავს უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი.

7.უმაღლესი საბჭოს მიერ უსკოს წევრის/წევრების არჩევისას უსკოს წევრობის კანდიდატს (თითოეულ კანდიდატს) ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც კენჭისყრისას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ კენჭისყრის შედეგად უსკოს წევრი (რომელიმე წევრი) არ აირჩა, უსკოს წევრობის კანდიდატს (თითოეულ დარჩენილ კანდიდატს) ხელახლა ეყრება კენჭი. ხელახალი კენჭისყრისას არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც კენჭისყრისას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ ხელახალი კენჭისყრის შედეგად უსკოს წევრი (რომელიმე წევრი) ისევ არ აირჩა, არაუგვიანეს 1 კვირისა უსკოს შესაბამისი ასარჩევი წევრის/წევრების თანამდებობაზე/თანამდებობებზე ამ მუხლით დადგენილი წესით ხელახალი კონკურსი ცხადდება, რის შემდეგაც სათანადო პროცედურები ხელახლა ტარდება.

8.უსკოს თავმჯდომარეს უმაღლესი საბჭო ირჩევს უსკოს წევრის უმაღლესი საბჭოს მიერ არჩევისთვის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2022 წლის 27 ივნისის რეგლამენტი №58-რს - ვებგვერდი, 29.06.2022წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2023 წლის 21 დეკემბრის რეგლამენტი №85-Iს - ვებგვერდი, 25.12.2023წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 17 ივლისის რეგლამენტი N40-რ.ს. - ვებგვერდი, 18.07.2025 წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. უმაღლესი საბჭო „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, 5 წლის ვადით ირჩევს უსკოს 7 წევრსა და თავმჯდომარეს. 2. უსკოს წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 30 დღისა, ხოლო უსკოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში – მისი უფლებამოსილების შეწყვეტის დღიდან არაუგვიანეს 15 დღისა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებას უსკოს წევრობის კანდიდატის/კანდიდატების შესარჩევი ღია კონკურსის ჩატარებისა და უსკოს წევრობის კანდიდატის/კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ. საკონკურსო კომისია შედგება არანაკლებ 5 და არაუმეტეს 7 წევრისგან, რომელთა შორის შეიძლება იყვნენ აკადემიური წრეების წარმომადგენლები. კონკურსში მონაწილეობის შესახებ განაცხადისა და სხვა შესაბამისი საკონკურსო დოკუმენტების წარდგენის ვადაა კონკურსის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 2 კვირისა. თუ აღნიშნული ვადები არჩევნების ჩატარების პერიოდს დაემთხვა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე კონკურსს აცხადებს არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან არაუგვიანეს 1 კვირისა. საკონკურსო კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის მიერ არჩეული თავმჯდომარე. საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით. 3. კონკურსში მონაწილეობის შესახებ განაცხადისა და სხვა შესაბამისი საკონკურსო დოკუმენტების წარდგენის ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 2 დღისა უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება კონკურსში მონაწილე პირთა სია ბიოგრაფიებთან ერთად. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია გაესაუბროს კონკურსში მონაწილე პირებს. 4. კონკურსში მონაწილეობის შესახებ განაცხადისა და სხვა შესაბამისი საკონკურსო დოკუმენტების წარდგენის ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 1 კვირისა საკონკურსო კომისია შეარჩევს და უმაღლესი საბჭოსათვის ასარჩევად წარდგენის მიზნით უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს წარუდგენს უსკოს წევრობის იმდენ კანდიდატს, უსკოს რამდენი წევრიც არის ასარჩევი. კონკურსში მონაწილე თითოეულ პირთან დაკავშირებით საკონკურსო კომისიის მიერ ჩატარებული კენჭისყრის შედეგები და საკონკურსო კომისიის წევრთა მიერ ამ პირის მხარდაჭერის ან მის მხარდაჭერაზე უარის თქმის მოტივაცია აისახება საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმში. ეს ოქმი საჯაროა. 5. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მისთვის უსკოს წევრობის კანდიდატის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 კვირისა იღებს გადაწყვეტილებას ამ კანდიდატის უმაღლესი საბჭოსთვის ასარჩევად წარდგენის შესახებ ან მის უმაღლესი საბჭოსთვის ასარჩევად წარდგენაზე უარის თქმის თაობაზე. თუ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება უსკოს წევრობის კანდიდატის უმაღლესი საბჭოსთვის ასარჩევად წარდგენის შესახებ, მან შესაბამის წარდგინებაში უნდა მიუთითოს, აღნიშნულ კანდიდატს უსკოს რომელი ასარჩევი წევრის თანამდებობაზე წარადგენს. თუ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება უსკოს წევრობის კანდიდატის უმაღლესი საბჭოსთვის ასარჩევად წარდგენაზე უარის თქმის თაობაზე, იგი უსკოს შესაბამისი ასარჩევი წევრის თანამდებობაზე ამ მუხლით დადგენილი წესით ხელახალ კონკურსს აცხადებს, რის შემდეგაც სათანადო პროცედურები ხელახლა ტარდება. 6. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მიერ უსკოს წევრობის კანდიდატის უმაღლესი საბჭოსთვის ასარჩევად წარდგენიდან, როგორც წესი, 2 კვირის ვადაში უმაღლესი საბჭო ირჩევს უსკოს წევრს. უსკოს წევრობის კანდიდატის საკითხს იხილავს უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი. 7. უმაღლესი საბჭოს მიერ უსკოს წევრის/წევრების არჩევისას უსკოს წევრობის კანდიდატს (თითოეულ კანდიდატს) ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც კენჭისყრისას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს   სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ კენჭისყრის შედეგად უსკოს წევრი (რომელიმე წევრი) არ აირჩა, უსკოს წევრობის კანდიდატს (თითოეულ დარჩენილ კანდიდატს) ხელახლა ეყრება კენჭი. ხელახალი კენჭისყრისას არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც კენჭისყრისას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ ხელახალი კენჭისყრის შედეგად უსკოს წევრი (რომელიმე წევრი) ისევ არ აირჩა, არაუგვიანეს 1 კვირისა უსკოს შესაბამისი ასარჩევი წევრის/წევრების თანამდებობაზე/თანამდებობებზე ამ მუხლით დადგენილი წესით ხელახალი კონკურსი ცხადდება, რის შემდეგაც სათანადო პროცედურები ხელახლა ტარდება. 8. უსკოს თავმჯდომარეს უმაღლესი საბჭო ირჩევს უსკოს წევრის უმაღლესი საბჭოს მიერ არჩევისთვის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2022 წლის 27 ივნისის რეგლამენტი №58-რს - ვებგვერდი, 29.06.2022წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2023 წლის 21 დეკემბრის რეგლამენტი №85-Iს - ვებგვერდი, 25.12.2023წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 17 ივლისის   რეგლამენტი N40-რ.ს. - ვებგვერდი, 18.07.2025 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №16 · ძალაშია 18 ივლ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 18 ივლ. 2025
  2. 25 დეკ. 2023
  3. 29 ივნ. 2022
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 140¹შემდეგი მუხლი 142

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 30 აპრ. 2026 · №18

  • 3 ცვლილება · ბოლო 18 ივლ. 2025
  • 4 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 71ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი შეკრება
  • 18უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევის წესი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

  • 19უსკოს
  • 20უსკოს
  • 22უსკოს უფლებამოსილება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 16უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევის წესი
  • 12უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევის წესი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე

  • 9 (დანართი 1)უმაღლესი საბჭოს არჩევნები
  • 12 (დანართი 1)უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ

  • 3

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 202ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის წესი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია

  • 4უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილეები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
9 (და…12 (დ…1612371184202192022141
მნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს პარლამენტი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 30 აპრ. 2026 · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026