Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტიმუხლი 152

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

მუხლი 152. უმაღლესი საბჭოს წევრისთვის სანქციების შეფარდება

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 30 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910111213

1.კომიტეტის ან პლენარული სხდომის თავმჯდომარე უმაღლესი საბჭოს წევრს სიტყვას ჩამოართმევს, თუ იგი: ა) სიტყვით სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე გამოდის; ბ) სიტყვით გამოდის და არ მსჯელობს განსახილველ საკითხზე; გ) სიტყვა პროცედურულ საკითხებზე მიეცა და თავის გამოსვლაში სხვა საკითხებს შეეხო; დ) აჭარბებს რეგლამენტით დადგენილ დროს ან იმ დროს, რომელიც მას გაუგრძელეს.

2.გაფრთხილება გამოიყენება უმაღლესი საბჭოს იმ წევრის მიმართ, რომელიც: ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სიტყვის ჩამორთმევის შემდეგაც განაგრძობს გამოსვლას; ბ) პლენარულ სხდომაზე სიტყვით უმიკროფონოდ გამოდის; გ) სჩადის მოქმედებას, რომელიც იწვევს რეგლამენტით დადგენილი წესით წარმართული სხდომის შეფერხებას.

3.კომიტეტის ან პლენარული სხდომის დარბაზის დატოვებინების მოთხოვნა გამოიყენება უმაღლესი საბჭოს იმ წევრის მიმართ, რომელიც: ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გაფრთხილების შემდეგ აგრძელებს იმავე ქმედებას; ბ) კომიტეტის სხდომაზე ან პლენარულ სხდომათა დარბაზში გამოცხადდა ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღით; გ) სჩადის ძალადობას ან ამგვარი მოქმედებისაკენ მოუწოდებს უმაღლესი საბჭოს სხვა წევრებს.

4.უმაღლესი საბჭოს წევრი, რომლის მიმართაც კომიტეტის სხდომის ან პლენარულ სხდომათა დარბაზის დატოვებინების მოთხოვნა გამოიყენეს, ვალდებულია დატოვოს სხდომათა დარბაზი.

5.უმაღლესი საბჭოს წევრს, რომლის მიმართაც კომიტეტის სხდომის ან უმაღლესი საბჭოს სხდომათა დარბაზის დატოვებინების მოთხოვნა გამოიყენეს, დაექვითება ყოველთვიური ხელფასის 5%. აღნიშნული ფაქტი ფორმდება შესაბამისი სხდომის საოქმო ჩანაწერით, რომელიც შესაბამისი სხდომის თავმჯდომარის მიერ ეგზავნება უმაღლესი საბჭოს აპარატს ხელფასიდან თანხის დასაკავებლად.

6.თუ უმაღლესი საბჭოს წევრი, გარდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისა, არ არის არცერთი კომიტეტის შემადგენლობაში, ითვლება, რომ იგი არ ახორციელებს უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილებას და მას არ ეძლევა კანონით განსაზღვრული ხელფასი. აღნიშნული ინფორმაცია აღირიცხება საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ და ეგზავნება უმაღლესი საბჭოს აპარატს შესაბამისი თვის ხელფასის დასაკავებლად.

7.თუ 2 კომიტეტში გაწევრიანებული უმაღლესი საბჭოს წევრი კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით ორჯერ არ დაესწრება კომიტეტების სხდომებს, ხოლო 1 კომიტეტში გაწევრიანებული უმაღლესი საბჭოს წევრი კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით ერთხელ არ დაესწრება კომიტეტის სხდომას, მას  შესაბამისად, დაექვითება ყოველი მომდევნო არასაპატიო მიზეზით გაცდენილი კომიტეტის სხდომის დღის ხელფასი. უმაღლესი საბჭოს წევრის კომიტეტის სხდომაზე არასაპატიო მიზეზით დაუსწრებლობის ფაქტი ფორმდება კომიტეტის სხდომის ოქმში, რის შემდეგაც კომიტეტის სხდომის ოქმის ამონაწერი სხდომის თავმჯდომარის მიერ ეგზავნება უმაღლესი საბჭოს აპარატს ამ პუნქტით გათვალისწინებული თანხის დასაკავებლად.

8.თუ უმაღლესი საბჭოს წევრი კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება პლენარულ სხდომას, მას დაექვითება პლენარული სხდომის დღის ხელფასი. უმაღლესი საბჭოს წევრის პლენარულ სხდომაზე არასაპატიო მიზეზით დაუსწრებლობის ფაქტი უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტის მიერ ფორმდება საოქმო ჩანაწერით. მომდევნო თვის 10 რიცხვამდე უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტი საოქმო ჩანაწერის საფუძველზე ადგენს პლენარული სხდომის არასაპატიო მიზეზით გამცდენ უმაღლესი საბჭოს წევრთა სიას და უგზავნის აპარატს ამ პუნქტით გათვალისწინებული თანხის დასაკავებლად.

9.ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უმაღლესი საბჭოს წევრისათვის დაკავებული ხელფასის საერთო რაოდენობა კალენდარული თვის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის ხელფასის 50%-ს.

10.ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ ვრცელდება უმაღლესი საბჭოს წევრზე რიგგარეშე სესიის ან რიგგარეშე სხდომის პერიოდში.

11.კომიტეტი ყოველთვიურად ადგენს კომიმიტეტის სხდომების გამცდენ უმაღლესი საბჭოს წევრთა სიას, თითოეული მათგანის მიერ არასაპატიო მიზეზით გაცდენილი სხდომების რაოდენობისა და გაცდენის თარიღების მითითებით. კომიტეტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გამცდენ უმაღლესი საბჭოს წევრთა სია პროაქტიულად გამოქვეყნების მიზნით გადაეცემა უმაღლესი საბჭოს აპარატს.

12.ყოველი სესიის ბოლოს უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტი ადგენს არასაპატიო მიზეზით უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომების გამცდენ უმაღლესი საბჭოს წევრთა სიას, ფრაქციების მითითებით, თითოეული მათგანის მიერ გაცდენილი სხდომების რაოდენობისა და გაცდენის თარიღების მითითებით. პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გამცდენ უმაღლესი საბჭოს წევრთა სია პროაქტიულად გამოქვეყნების მიზნით გადაეცემა უმაღლესი საბჭოს აპარატს.

13.უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ უმაღლესი საბჭოს პლენარული ან/და კომიტეტის სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზი უნდა დადასტურდეს: ა) ავადმყოფობის შემთხვევაში – საავადმყოფო ფურცლით, რომელიც უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტს, ხოლო კომიტეტის სხდომის გაცდენის შემთხვევაში, შესაბამის კომიტეტს წარედგინება საავადმყოფო ფურცლის დახურვიდან 1 კვირის ვადაში; ბ) ოჯახის წევრის დაბადება/გარდაცვალება – შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული მოწმობით, რომელიც უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტს, ხოლო კომიტეტის სხდომის გაცდენის შემთხვევაში, შესაბამის კომიტეტს წარედგინება შესაბამისი მოწმობის გაცემიდან 1 კვირის ვადაში; გ) სამსახურებრივ მივლინებაში ყოფნის შემთხვევაში – უმაღლესი საბჭოს წევრის მივლინების შესახებ უფლებამოსილი პირის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტს, შესაბამისი კომიტეტის აპარატს გადაეცემა აქტის გამოცემიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა.

წინა მუხლი 151შემდეგი მუხლი 153

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-30 · №18

2
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 76მუხლი 153

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 151სანქციები რეგლამენტის დარღვევისათვის
  • 154რეგლამენტის დარღვევები და სანქციები სხვა თანამდებობის პირის მიმართ
  • 76პლენარული სხდომის თავმჯდომარე

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 124უმაღლესი საბჭოს წევრისა და უმაღლესი საბჭოს თანამდებობის პირისთვის სანქციების შეფარდება
  • 123სანქციები რეგლამენტის დარღვევისათვის
  • 61პლენარული სხდომის თავმჯდომარე

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 229პარლამენტის წევრისა და პარლამენტის თანამდებობის პირისთვის სანქციების შეფარდება
  • 228სანქციები ამ რეგლამენტის დარღვევისთვის

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე

  • 11აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი
  • 13უმაღლესი საბჭოს ბიურო, კომიტეტები და ფრაქციები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია

  • 5უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი, კომიტეტები და ფრაქციები
  • 4უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილეები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1113124123617615315115454229228152
მითითებამნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 30 აპრ. 2026