Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს პარლამენტის რეგლამენტიმუხლი 229

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 229. პარლამენტის წევრისა და პარლამენტის თანამდებობის პირისთვის სანქციების შეფარდება

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112131415161718

1.პარლამენტის ბიუროს, კომიტეტის, პარლამენტის პლენარულ ან ამ რეგლამენტით გათვალისწინებული კომისიის სხდომაზე სხდომის თავმჯდომარე სიტყვას ჩამოართმევს პარლამენტის წევრს, თუ: ა) იგი სიტყვით სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე გამოდის; ბ) იგი სიტყვით გამოსვლისას განსახილველ საკითხზე არ მსჯელობს; გ) მას სიტყვა პროცედურულ საკითხზე მიეცა და თავის გამოსვლაში სხვა საკითხებს შეეხო; დ) იგი აჭარბებს ამ რეგლამენტით დადგენილ დროს ან იმ დროს, რომელიც მას გაუგრძელდა.

2.გაფრთხილება გამოიყენება იმ პარლამენტის წევრის მიმართ, რომელიც: ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სიტყვის ჩამორთმევის შემდეგაც განაგრძობს გამოსვლას; ბ) სიტყვით უმიკროფონოდ გამოდის; გ) სჩადის ისეთ მოქმედებას, რომელიც იწვევს ამ რეგლამენტით დადგენილი წესით წარმართული სხდომის შეფერხებას.

3.შესაბამის დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომის/კომიტეტის სხდომის/პარლამენტის პლენარული სხდომის/ამ რეგლამენტით გათვალისწინებული კომისიის სხდომის მიმდინარეობის პერიოდით პარლამენტის ბიუროს სხდომის დარბაზის/კომიტეტის სხდომის დარბაზის/სხდომათა დარბაზის/ამ რეგლამენტით გათვალისწინებული კომისიის სხდომის დარბაზის დატოვებინების მოთხოვნა გამოიყენება იმ პარლამენტის წევრის მიმართ, რომელიც: ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გაფრთხილების შემდეგაც აგრძელებს იმავე მოქმედებას; ბ) დარბაზში ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღით გამოცხადდა; გ) სჩადის ძალადობას ან ამგვარი მოქმედებისკენ მოუწოდებს სხვა პარლამენტის წევრებს.

4.პარლამენტის წევრი, რომლის მიმართაც პარლამენტის ბიუროს სხდომის დარბაზის/კომიტეტის სხდომის დარბაზის/სხდომათა დარბაზის/ამ რეგლამენტით გათვალისწინებული კომისიის სხდომის დარბაზის დატოვებინების მოთხოვნა იქნა გამოყენებული, ვალდებულია დატოვოს დარბაზი. საწინააღმდეგო შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე შეაჩერებს სხდომას, რის შემდეგაც მანდატური აღასრულებს აღნიშნულ მოთხოვნას.

5.პარლამენტის წევრის მიმართ რომელიმე ზემოქმედების ფორმის გამოყენების შემთხვევაში მომდევნო გამომსვლელებს უფლება არა აქვთ, განხილვის საგნად აქციონ წესრიგის დაცვისკენ მოწოდების საკითხი.

6.იმ პარლამენტის წევრს, რომლის მიმართაც შესაბამის დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომის/კომიტეტის სხდომის/პარლამენტის პლენარული სხდომის/ამ რეგლამენტით გათვალისწინებული კომისიის სხდომის მიმდინარეობის პერიოდით პარლამენტის ბიუროს სხდომის დარბაზის/კომიტეტის სხდომის დარბაზის/სხდომათა დარბაზის/ამ რეგლამენტით გათვალისწინებული კომისიის სხდომის დარბაზის დატოვებინების მოთხოვნა იქნა გამოყენებული, დაუკავდება შესაბამისი თვის ან არაუგვიანეს მომდევნო თვის ხელფასის 5%. ეს ფაქტი ფორმდება საოქმო ჩანაწერით, რომელსაც, შესაბამისად, კომიტეტი, კომისია, პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტი უგზავნის პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტს პარლამენტის წევრის შესაბამისი თვის ან არაუგვიანეს მომდევნო თვის ხელფასიდან აღნიშნული თანხის დასაკავებლად.

7.ამ რეგლამენტის 83-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ჩაცმულობის წესის უგულებელყოფის შემთხვევაში მანდატურს უფლება აქვს, პირი არ დაუშვას სხდომათა დარბაზში. ამის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარეს. სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს, შეცვალოს მანდატურის გადაწყვეტილება.

8.თუ 1 დღის განმავლობაში კენჭისყრისა და რეგისტრაციის შედეგების შემოწმებისას გამოვლინდა, რომ პარლამენტის წევრი არ იმყოფება სხდომათა დარბაზში და მისი სახელით მიღებულია მონაწილეობა კენჭისყრაში ან რეგისტრაციაში, მას, აგრეთვე იმ პარლამენტის წევრს, რომელმაც მის ნაცვლად მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში ან რეგისტრაციაში, დაუკავდება ხელფასის 20%. იმავე სესიის განმავლობაში აღნიშნული ქმედების მეორედ და ყოველი მომდევნო ჩადენა გამოიწვევს პარლამენტის წევრის ხელფასის 25%-ის დაკავებას. ეს ფაქტი ფორმდება საოქმო ჩანაწერით, რომელიც ეგზავნება პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტს შესაბამისი თვის ან არაუგვიანეს მომდევნო თვის ხელფასიდან თანხის დასაკავებლად.

9.თუ პარლამენტის წევრი, რომელსაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის წარდგენა ევალება (მომხსენებელია ან თანამომხსენებელია), კანონპროექტის წარდგენის დროს არასაპატიო მიზეზით არ იმყოფება სხდომათა დარბაზში, მას დაუკავდება შესაბამისი თვის ან არაუგვიანეს მომდევნო თვის ხელფასის 5%. პარლამენტის წევრის მიერ სხდომათა დარბაზში კანონპროექტის წარუდგენლობის ფაქტი სხდომის თავმჯდომარის განცხადების საფუძველზე ფორმდება საოქმო ჩანაწერით, რომელსაც მანდატურთუხუცესი 24 საათის განმავლობაში უგზავნის პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტს ამ პუნქტის შესაბამისად პარლამენტის წევრის ხელფასიდან თანხის დასაკავებლად.

10.თუ პარლამენტის წევრი (გარდა ამ რეგლამენტის 32-ე მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული თანამდებობის პირისა) არ არის არცერთი კომიტეტის შემადგენლობაში, ითვლება, რომ იგი არ ახორციელებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილებას, და მას არ ეძლევა კანონით განსაზღვრული ხელფასი. აღნიშნული ინფორმაცია აღირიცხება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ და ეგზავნება პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტს პარლამენტის წევრის შესაბამისი თვის ან არაუგვიანეს მომდევნო თვის ხელფასის დასაკავებლად.

11.თუ 2 კომიტეტში გაწევრებული პარლამენტის წევრი კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით ორჯერ არ დაესწრება კომიტეტის სხდომას, ხოლო 1 კომიტეტში გაწევრებული პარლამენტის წევრი კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით ერთხელ არ დაესწრება კომიტეტის სხდომას, მას, შესაბამისად, ყოველი მომდევნო სხდომის არასაპატიო მიზეზით გაცდენისთვის დაუკავდება ხელფასის 10%.

12.პარლამენტის წევრს პარლამენტის მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით გაცდენილი ორზე მეტი პლენარული სხდომიდან თითოეულის გაცდენისთვის, აგრეთვე რიგგარეშე სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით გაცდენილი ყოველი პლენარული სხდომის გაცდენისთვის დაუკავდება ხელფასის 10%.

13.თუ პარლამენტის წევრი პლენარული სხდომის დღის განმავლობაში არ გაივლის რომელიმე რეგისტრაციას, მას თითოეულ ასეთ შემთხვევაში დაუკავდება ხელფასის 5% (მაგრამ არაუმეტეს დღის განმავლობაში ხელფასის 10%-ისა), გარდა ამ რეგლამენტის 87-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა და პლენარული სხდომის გაცდენის შემთხვევისა. ამ პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა პარლამენტის წევრს დაეკისრება კალენდარული თვის განმავლობაში ოთხზე მეტი რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევაში.

14.თუ კომიტეტის თავმჯდომარე კალენდარული თვის განმავლობაში ზედიზედ ორჯერ არასაპატიო მიზეზით არ მოიწვევს კომიტეტის სხდომას, მას დაუკავდება ხელფასის 50%. პარლამენტის ბიურო განიხილავს კომიტეტის სხდომის მოუწვევლობის მიზეზს და იმავე სესიის განმავლობაში აღნიშნული ფაქტის განმეორების შემთხვევაში უფლებამოსილია დადგენილი წესით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დასვას კომიტეტის თავმჯდომარის გადაყენების საკითხი.

15.ამ მუხლის მე-6, მე-8 და მე-11–მე-13 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ პარლამენტის წევრისთვის დასაკავებელი ხელფასის საერთო რაოდენობა აღემატება მისი ხელფასის 50%-ს, მას ერთჯერადად დაუკავდება შესაბამისი თვის ან არაუგვიანეს მომდევნო თვის ხელფასის 50%, ხოლო დანარჩენი ნაწილი დაუკავდება მომდევნო თვეში. ამასთანავე, დასაკავებელი თანხის მიმართ გამოიყენება მომდევნო თვეში ნაზარდი ჯამის პრინციპი. თუ დასაკავებელი ხელფასის სრულად დაკავებამდე პარლამენტის წევრს შეუწყდა პარლამენტის წევრის უფლებამოსილება, მის მიმართ წარმოიშობა არაუმეტეს 50%-ის მოთხოვნის უფლებამოსილება, მათ შორის, ნამუშევარი დღეების ხელფასის პროპორციულობის გათვალისწინებით.

16.პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ყოველი კალენდარული თვის დასრულების შემდეგ, არაუგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა ადგენს იმ პარლამენტის წევრთა სიას, რომელთა მიმართაც გამოყენებული უნდა იქნეს ამ მუხლის მე-11–მე-13 პუნქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა, და მას უგზავნის პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტს შესაბამისი თვის ან არაუგვიანეს მომდევნო თვის ხელფასიდან თანხის დასაკავებლად.

17.პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ყოველთვიურად ადგენს კომიტეტების სხდომების გამცდენ პარლამენტის წევრთა სიას, მასში უთითებს თითოეული მათგანის მიერ გაცდენილი სხდომების რაოდენობასა და გაცდენის თარიღებს და უზრუნველყოფს ამ სიის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებას.

18.პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი პარლამენტის ყოველი სესიის ბოლოს ადგენს პარლამენტის პლენარული სხდომების გამცდენ პარლამენტის წევრთა სიას, მასში უთითებს თითოეული მათგანის მიერ გაცდენილი სხდომების რაოდენობასა და გაცდენის თარიღებს და უზრუნველყოფს ამ სიის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებას.

წინა მუხლი 228შემდეგი მუხლი 230

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №9

4
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
3
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 32მუხლი 83მუხლი 87

მიუთითებენ მასზე

მუხლი 16მუხლი 87მუხლი 230მუხლი 86

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 228სანქციები ამ რეგლამენტის დარღვევისთვის
  • 231სხვა თანამდებობის პირის მიერ ამ რეგლამენტის დარღვევა და სანქციები
  • 86პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარე

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 124უმაღლესი საბჭოს წევრისა და უმაღლესი საბჭოს თანამდებობის პირისთვის სანქციების შეფარდება
  • 123სანქციები რეგლამენტის დარღვევისათვის

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 152უმაღლესი საბჭოს წევრისთვის სანქციების შეფარდება
  • 151სანქციები რეგლამენტის დარღვევისათვის

საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ

  • 12პარლამენტის სხდომებში მონაწილეობის უფლება
  • 33პასუხისმგებლობა პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევისათვის

საპარლამენტო ფრაქციის შესახებ

  • 5საპარლამენტო ფრაქცია უფლებამოსილია:

საქართველოს კონსტიტუცია

  • 39საქართველოს პარლამენტის წევრი

საქართველოს კონსტიტუცია (მიღებული საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს)

  • 48—

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3912331241524858786328316230228231229
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს პარლამენტი…საპარლამენტო ფრაქციის …საქართველოს კონსტიტუცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026