Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტიმუხლი 76

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

მუხლი 76. პლენარული სხდომის თავმჯდომარე

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 30 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.უმაღლესი საბჭოს სხდომებს, როგორც წესი, წარმართავს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. თუ იგი არ წარმართავს სხდომას, სხდომის თავმჯდომარეობა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ზეპირი ან წერილობითი ბრძანებით დაევალება მის მოადგილეს. თუ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე არ წარმართავს სხდომას, სხდომის თავმჯდომარეობა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით დაევალება უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარეს. სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია სამართლიანად და მიუკერძოებლად წარმართოს სხდომა.

2.სხდომის თავმჯდომარე: ა) აუწყებს უმაღლეს საბჭოს სხდომის გახსნასა და დამთავრებას; ბ) უძღვება საკითხების განხილვას; გ) უზრუნველყოფს რეგლამენტის დაცვას; დ) სიტყვას აძლევს გამომსვლელს რეგლამენტით დადგენილი წესით; ე) კენჭისყრაზე აყენებს საკითხს და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს; ვ) ხელს აწერს სხდომაზე მიღებულ საოქმო გადაწყვეტილებებს; ზ) რეგლამენტის 152-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სიტყვას ართმევს გამომსვლელს, გაფრთხილებას აძლევს, სხდომათა დარბაზს ატოვებინებს უმაღლესი საბჭოს წევრს, მოწვეულ პირს ან/და სხდომაზე დამსწრე სხვა პირს; თ) რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევაში წყვეტს სხდომას, ცალკეულ შემთხვევებში აცხადებს შესვენებას; ი) კანონპროექტის (სხვა საკითხების) განხილვისას საჭიროების შემთხვევაში კენჭისყრაზე აყენებს განხილვის შეწყვეტისა და მხარეთა მონაწილეობით საკონსულტაციო შეხვედრის გამართვის საკითხს; კ) კენჭისყრაზე დასაყენებელი ვარიანტების სიმრავლისას ან საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით აწყობს სარეიტინგო გამოკითხვას და ავტორებს სთავაზობს ნაკლებად რეალური წინადადებების მოხსნას; ლ) ახორციელებს რეგლამენტით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3.სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს, რეგლამენტით დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა საკითხთა განხილვაში. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილების გადაცემის შემდეგ თავისი მოვალეობის შესრულებას უბრუნდება გამოსვლის დამთავრებისთანავე.

4.სხდომის თავმჯდომარეს უფლება არა აქვს, კომენტარი გაუკეთოს უმაღლესი საბჭოს წევრის გამოსვლას ან სიტყვა შეაწყვეტინოს მას ამ მიზნით, შეაფასოს უმაღლესი საბჭოს წევრის გამოსვლა, უპასუხოს შეკითხვას, თუ შეკითხვა უშუალოდ მას არ დაუსვეს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა უმაღლესი საბჭოს წევრი არღვევს რეგლამენტის მოთხოვნებს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 75შემდეგი მუხლი 77

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 30 აპრ. 2026 · №18

  • 2 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 152

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 19უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილებები და უფლებამოსილების ფარგლები
  • 75პლენარული სხდომის დღის წესრიგი
  • 26უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 61პლენარული სხდომის თავმჯდომარე
  • 13უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილებები და უფლებამოსილების ფარგლები
  • 19უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 86პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარე
  • 21პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილებები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე

  • 12 (დანართი 1)უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია

  • 4უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილეები

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 23სასამართლო სხდომის თავმჯდომარე

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 21უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
12 (დ…23216113191521975264862176
მითითებამნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 30 აპრ. 2026 · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026