Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტიმუხლი 116

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

მუხლი 116. უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენილი ანგარიშის განხილვა

რედაქცია №37 კონსოლიდირებული · 8 ივლ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112

1.უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენილ ანგარიშს, გარდა ამ რეგლამენტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, უმაღლესი საბჭო განიხილავს ამ მუხლით დადგენილი წესით.

2.ანგარიშს უმაღლესი საბჭოს აპარატი წარუდგენს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის უახლოეს სხდომას.

3.უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი უახლოეს სხდომაზე იღებს გადაწყვეტილებას ანგარიშის განხილვის პროცედურის დაწყების თაობაზე, განსაზღვრავს წამყვან კომიტეტს და ანგარიშის უმაღლეს საბჭოში განხილვის ვადებს. ამის შემდეგ ანგარიში განსახილველად გადაეცემა წამყვან კომიტეტს, სხვა კომიტეტებს და ფრაქციებს.

4.უმაღლესი საბჭოს კომიტეტები და ფრაქციები უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ განსაზღვრულ ვადაში გადასცემენ წამყვან კომიტეტს ანგარიშის თაობაზე თავიანთ შენიშვნებს.

5.წამყვანი კომიტეტი უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ განსაზღვრულ ვადაში კომიტეტის სხდომაზე განიხილავს ანგარიშს, ამზადებს დასკვნას და წარუდგენს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს.

6.ანგარიშის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხილვა სავალდებულოა, თუ შესაბამისი კანონით გათვალისწინებულია ანგარიშის წარმდგენი ორგანოს დაკომპლექტებაში უმაღლესი საბჭოს მონაწილეობა.

7.თუ შესაბამისი კანონით გათვალისწინებული არ არის ანგარიშის წარმდგენი ორგანოს დაკომპლექტებაში უმაღლესი საბჭოს მონაწილეობა, წარდგენილი ანგარიში უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განიხილება წამყვანი კომიტეტის ან უმაღლესი საჭოს პრეზიდიუმის (პრეზიდიუმის სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის) მოთხოვნის საფუძველზე.

8.ანგარიშის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხილვის სავალდებულოობის საკითხი აღინიშნება წამყვანი კომიტეტის დასკვნაში.

9.ანგარიში უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განიხილება კანონპროექტის განხილვისათვის დადგენილი წესით.

10.უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე ანგარიშის თაობაზე მომხსენებლად, როგორც წესი, გამოდის წამყვანი კომიტეტის მიერ დანიშნული მომხსენებელი.

11.ანგარიშის განხილვის დასრულების შემდეგ უმაღლესი საბჭო ცნობად იღებს წარმოდგენილ ანგარიშს ან უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება.

12.კანონით და რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაბამისი  ორგანოს/თანამდებობის პირის მოხსენება, მიმოხილვა ან ინფორმაცია განიხილება ამ მუხლით დადგენილი წესით. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2023 წლის 18 აპრილის რეგლამენტი N10 - ვებგვერდი, 19.04.2023 წ. თავი XV განსაკუთრებული პროცედურები

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 19 აპრ. 2023
წინა მუხლი 115შემდეგი მუხლი 117

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-07-08 · №37

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2023-04-19
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 93უმაღლესი საბჭოს დადგენილების მიღების წესი
  • 20უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილება
  • 35კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 136უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენილი ანგარიშის განხილვა
  • 115უმაღლესი საბჭოს დადგენილების მიღების წესი
  • 44კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 175პარლამენტისთვის წარდგენილი ანგარიშის განხილვა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია

  • 5უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი, კომიტეტები და ფრაქციები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ

  • 27ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განსაკუთრებული დაფინანსების წესი
  • 30რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვა და დამტკიცება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 38¹მთავრობის წევრი უფლებამოსილია უმაღლეს საბჭოს მიმართოს მოსმენის მიზნით.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე

  • 10უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1093203538¹1361154452730175116
მნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს პარლამენტი…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 8 ივლ. 2026