აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

მუხლი 67¹. ღია მმართველობის საბჭო

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 30 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ღია მმართველობის საბჭოს მიზანია ღია მმართველობის პრინციპების გათვალისწინებით უმაღლესი საბჭოს ღიაობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა და ამ მიმართულებით უმაღლესი საბჭოს სისტემური და კოორდინირებული მუშაობა.

2.ღია მმართველობის საბჭოს დებულება და შემადგენლობა მტკიცდება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ბრძანებით. ღია მმართველობის საბჭოს დებულების პროექტს შეიმუშავებს და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს დასამტკიცებლად წარუდგენს ღია მმართველობის საბჭო.

3.ღია მმართველობის საბჭოს დებულებით განისაზღვრება საბჭოს უფლებამოსილება, საქმიანობის წესი, მისი მუშაობის ორგანიზაციული საკითხები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან საბჭოს თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები, უმაღლესი საბჭოსა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზების საკითხები.

4.ღია მმართველობის საბჭოს წევრთა რაოდენობას და საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. ღია მმართველობის საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უმაღლესი საბჭოს ფრაქციებთან და უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ წევრებთან წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე.

5.ღია მმართველობის საბჭოს თავმჯდომარეობს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით – საბჭოს ერთ-ერთი წევრი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 30 აპრილის რეგლამენტი №113-უ.ს.გ.ს. - ვებგვერდი, 04.05.2020წ. თავი IX უმაღლესი საბჭოს სესია და სხდომა

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ღია მმართველობის საბჭოს მიზანია ღია მმართველობის პრინციპების გათვალისწინებით უმაღლესი საბჭოს ღიაობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა   და ამ მიმართულებით უმაღლესი საბჭოს სისტემური და კოორდინირებული მუშაობა. 2. ღია მმართველობის საბჭოს დებულება და შემადგენლობა მტკიცდება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ბრძანებით. ღია მმართველობის საბჭოს დებულების პროექტს შეიმუშავებს და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს დასამტკიცებლად წარუდგენს ღია მმართველობის   საბჭო. 3. ღია მმართველობის საბჭოს დებულებით განისაზღვრება საბჭოს უფლებამოსილება, საქმიანობის წესი, მისი მუშაობის ორგანიზაციული საკითხები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან საბჭოს თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები, უმაღლესი საბჭოსა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზების საკითხები. 4. ღია მმართველობის საბჭოს წევრთა რაოდენობას და საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. ღია მმართველობის საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უმაღლესი საბჭოს ფრაქციებთან და უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ წევრებთან წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე. 5. ღია მმართველობის საბჭოს თავმჯდომარეობს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით – საბჭოს ერთ-ერთი წევრი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 30 აპრილის რეგლამენტი №113-უ.ს.გ.ს. - ვებგვერდი, 04.05.2020წ. თავი IX უმაღლესი საბჭოს სესია და სხდომა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 4 მაი. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 იან. 2020 – 4 მაი. 2020 მუხლი კანონში არ იყო

  2. … – 1 იან. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
12 (დ…16 (დ…8 (და…189120319298367¹
მნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა