Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტიმუხლი 68

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

მუხლი 68. უმაღლესი საბჭოს მორიგი და რიგგარეშე სესიები

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 30 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011121314

1.უმაღლესი საბჭო იკრიბება მორიგ ან რიგგარეშე სესიაზე.

2.მორიგ სესიაზე უმაღლესი საბჭო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის შესაბამისად და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით იკრიბება  წელიწადში ორჯერ, საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიებზე.

3.საგაზაფხულო სესია იხსნება მარტის პირველ სამშაბათს და იხურება ივნისის მესამე ხუთშაბათს, ხოლო საშემოდგომო სესია იხსნება სექტემბრის პირველ სამშაბათს და იხურება დეკემბრის მესამე ხუთშაბათს.

4.სესიის გახსნისას და დახურვისას სრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

5.უმაღლესი საბჭოს მორიგი სესია გახსნილად და დახურულად ცხადდება შესაბამისად უმაღლესი საბჭოს ბიუროს ან პლენარულ სხდომაზე.

6.უმაღლესი საბჭო რიგგარეშე სესიაზე იკრიბება მხოლოდ მორიგ სესიებს შორის პერიოდში, ხოლო რიგგარეშე სხდომაზე/სხდომებზე − მორიგი სესიის მიმდინარეობისას.

7.უმაღლესი საბჭოს მორიგი სესია ოფიციალურად მოწვევას არ საჭიროებს. უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესია და სხდომა მოიწვევა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციითა და რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

8.უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მთავრობის თავმჯდომარის, უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ ერთი მესამედის წერილობითი მოთხოვნით ან საკუთარი ინიციატივით, სესიებს შორის პერიოდში იწვევს უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიას, ხოლო მორიგი სესიის მიმდინარეობისას – უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომას.

9.მთავრობის თავმჯდომარე ან უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ ერთი მესამედი წერილობით მოთხოვნას რიგგარეშე სესიის ან რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე გადასცემს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს. რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე წერილობით მოთხოვნას ერთვის რიგგარეშე სხდომაზე განსახილველ საკითხთა ნუსხა, ხოლო რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე წერილობით მოთხოვნას – რიგგარეშე სესიაზე განსახილველ სავარაუდო საკითხთა ნუსხა.

10.უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიის ან რიგგარეშე სხდომის მოწვევის აქტი გამოიცემა წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში უმაღლესი საბჭო იკრიბება მომდევნო 48 საათის განმავლობაში. ასეთ შემთხვევაში, უმაღლესი საბჭოს სხდომას/სესიას წარმართავს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

11.უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიას ან რიგგარეშე სხდომას მოიწვევს მთავრობის თავმჯდომარის მოთხოვნაში განსაზღვრულ ვადაში, რაც უმაღლესი საბჭოს წევრებს პირადად უნდა ეცნობოთ.

12.უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესია ან რიგგარეშე სხდომა ტარდება მხოლოდ ინიციატორის მიერ მოთხოვნილ საკითხთა ნუსხით და იხურება მისი ამოწურვისთანავე.

13.უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიასა და რიგგარეშე სხდომაზე ვრცელდება რეგლამენტის 74-ე მუხლის მე-2-მე-5 პუნქტების მოთხოვნები.

14.უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესია ან რიგგარეშე სხდომა უნდა დამთავრდეს მორიგი სესიის დაწყებამდე არაუგვიანეს 1 დღისა. უმაღლეს საბჭოს შეუძლია მორიგი სესიის დღის წესრიგში შეიტანოს ის საკითხი (საკითხები), რომლის (რომელთა) განხილვაც ვერ დაასრულა რიგგარეშე სესიაზე.

წინა მუხლი 67¹შემდეგი მუხლი 69

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-30 · №18

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 74

მიუთითებენ მასზე

მუხლი 74

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 74მორიგი სესიის პლენარული სხდომა
  • 69უმაღლესი საბჭოს საზეიმო/საიუბილეო სხდომა
  • 69¹საგანგებო სესია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 58უმაღლესი საბჭოს მორიგი და რიგგარეშე სესიები
  • 59მორიგი სესიის მუშაობის განრიგი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე

  • 16უმაღლესი საბჭოს სესია და სხდომა
  • 9უმაღლესი საბჭოს არჩევნები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია

  • 8უმაღლესი საბჭოს სესია და სხდომა

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 80პარლამენტის მორიგი და რიგგარეშე სესიები, რიგგარეშე სხდომა

საქართველოს კონსტიტუცია

  • 44პარლამენტის სესია და სხდომა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

  • 8უმაღლესი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ

  • 3¹აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს საკა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1694458593¹746969¹880868
მითითებამნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს პარლამენტი…საქართველოს კონსტიტუცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 30 აპრ. 2026